3 რჩევა- როგორ ვაქციოთ წარუმატებლობა მოტივაციათ ?

0
ბალანსის შენარჩუნება მას მერე, რაც წარუმატებლობას განვიცდით ძალიან რთულია. თქვენი წარუმატებლობა ინდივიდუალურია, როგორც თქვენი ემოციური მდგრადობა წარუმატებლობის მიმართ. პირველი, რაც აუცილებლად უნდა გაიაზროთ არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც თქვენ წარმატებულად თვლიდ ასევე აქვთ ჩავარდნები და ოდესღაც იმ ბარიერების წინაშე იდგნენ, სადაც დღეს თქვენ დგახართ! წარუმატებლობა ადამიანის ცხოვრების განუყრელი ნაწილია. წარუმატებლობის გამო ვიწყებთ ან ვწყვეტთ განვითარებას. დღევანდელ სტატიაში განვილიხავთ გზებს, რომლის საშუალებითაც წარუმატებლობა გახდება თქვენი მოტივაცია!

გაიგე თუ რა შეცდომა დაუშვი!

ქართულ სოციუმში ძალიან ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქედმაღლურ აზრს თითქოს ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე მის წარუმატებლობაში. ჩვენ ყველაფერს სხვას ვაბრალებთ და ამით საკუთარ ეგოს ვკვებავთ. თქვენი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ გაიგოთ ის თუ რა შეცდომა დაუშვით. დაიწყეთ ფიქრი თუ რა იყო ამ შეცდომის მიზეზი და რამ შეგიშალათ ხელი მიზნის მიღწევაში. გარკვეული დროის განმავლობაში შეგიძლიათ ჩამოწეროთ ის ფაქტორები, რაც ხელის შემშლელია და დაიწყოთ ამ ფაქტორების, ბარიერების თუ პრობლემების გაქრობა.

ნებისმიერი შეფასება მიიღე პოზიტიურად

მესმის, რომ რთულიად უარყოფითი შეფასების დადებითად მიღება, თუმცა დაფიქრდით რამდენად გაძლევთ ეს საშუალებას ისწავლოთ თქვენი ემოციების დაბალანსება. ნებისმიერი უარყოფითი მესიჯი შეგიძლიათ აქციოთ ინსპირაციის ახალ წყაროდ. ნებისმიერი უხეში კომენტარი შესაძლოა ახალი იდეის დასაბამი გახდეს. ადამიანი ყველაზე მეტად ებრძვიან იმას, რისიც ეშინიათ შესაბამისად ყოველთვის ყურადღებით მოუსმინეთ მათ და გაანალიზეთ მათი ნათქვამი. იმ შემთხვევაში თუ უარყოფითი შეფასება დამსახურებულია მიიღეთ იგი და დაიწყეთ იმ პრობლემების გადაჭრა, რის წინაშეც დგახართ !

გააგრძელე მოძრაობა !

წარუმატებლობის დროს ადამიანი განსაზღვრავს წარუმატებლობის ხარისხს. ყველა ადამიანის წარუმტებლობას თავისი ინდივიდუალური წონა აქვს, თუმცა ყველაზე მთავარი ფაქტორი, რაც ყველა წარუმატებლობაში კიდევ ერთი შეცდომაა არის ეს გაჩერებაა. იმ შემთხვევაში თუ ერთხელ გაჩერდებით უფრო და უფრო გაგირთულდებათ თავიდან დაწყება მუშაობის . აიღეთ მაქსიმუმ ერთი დღე იმისთვის, რომ გადახედოთ შეცდომებს გადალახოთ პირველი ეფექტი და მეორე დღეს დაიწყეთ ისევ მუშაობა. არ არის სავალდებულო ეს იგივე საგანი იყოს, თუმცა სავალდებულოა, რომ ისევ იმუშავოთ და იმოქმედოთ, რადგან სხვაგვარად ჩაიძირებით საკუთარ ფიქრებში, რაც თქვენს მდგომარეობას გაართულებს.
"წარმატება არ არის საბოლოო, წარუმატებლობა არ არის საბედისწერო : მნიშვნელობა, მხოლოდ ბრძოლის გაგრძელების გამბედაობას აქვს ! " ვინსტონ ჩერჩილი
0