იდეალური პროდუქტი, მათთვის, ვისაც სისხლში შაქრის დონე მომატებული აქვთ

0
ჯოსლინის სახელობის დიაბეტის შემსწავლელმა ცენტრმა გამოარკვია, რომ პრედიაბეტიანი პაციენტების საკვებში დარიჩინის ჩართვამ, შესაძლებელია გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება. ექსპერიმენტი ჩატარდა 51 მოხალისეს მონაწილეობით. სამი თვის განმავლობაში მოხალისეთა 50% ღებულობდა დარიჩინის ექსტრაქტს 500 მგ-ის მოცულობით, დანარჩენები კი პლაცებოს. მეცნიერები აფიქსირებდნენ, როგორ იცვლებოდა მოხალისეებში ინსულინის მგრნობელობა და სისხლში შაქრის დონე. ასევე ფასდებოდა დარიჩინის ექსტრაქტის დიდი დოზით მოხმარების გვერდითი ეფექტების აღმოცენების რისკი. როგორც აღმოჩნდა, ექსტრაქტი ასტაბილურებდა სისხლში შაქრის დონეს და ზრდიდა სხეულის მგრძნობელობას ინსულინისადმი. სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. სპეციალისტების აზრით, მეტაბოლური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს შაქრის დონის მომატება სისხლში და ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითება, შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ანთების გამო. მათ შორის ძალიან სახიფათოა ცხიმოვან ქსოვილში მიმდინარე ანთებითი პროცესები.
#news
#opinion
#health
#forhealth
Tbilisi
0