იაჰ

0
მთვარის ღმერთი, რომელიც გამორჩეულია ეგვიპტურ კალენდარში. შესაქმის ისტორიაში ატუმი განრისხდა გების (მიწის) და ნუტის(ცის) ინტიმურ ურთიერთობის გამო და დააშორა ისინი ერთმანეთს და გამოაცხადა, რომ ნუტი ვერ გააჩენდა შვილს წელიწადის ვერც ერთ დღეს. ამ დროს გამოჩნდა ღმერთი თოტი და ითამაშა იაჰთან ხუთი დღის მთვარის შუქზე. მან მოიგო და მთვარის შუქის მოგებული საათები დაყო დღეებად რომლებიც არ შედიოდნენ ატუმის დაწესებულ წელიწადში, და ამ დროს შეეძლო ემშობიარა ნუტს. ასე შვა მან პირველი ხუთი ღმერთი - ოსირისი, ისიდა, სეტი, ნეფთისი და უფროსი ჰორუსი ივლისში. ეგვიპტელები აწსრიგებდნენ თავიანთ კალენდარს ამ ხუთი ჯადოსნური დღით. საბოლოოდ იაჰი შთანთქა ღმერთმა ხონსუმ.
#მითოლოგია
#ეგვიპტურიმითოლოგია
#ღმერთი
#ახალიამბები
0