„თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, დაიწყება აქციები“

0
2 აგვისტოს აქცია გაიმართა ხულოში, სოფელ წაბლანაში. წაბლანას მოსახლეობა, რომლებიც ეკომიგრანტები არიან, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მართალია, მათ ბინები გადაეცათ ბათუმში, თუმცა ესაა შავი კარკასი, რომლის გარემონტების საშუალება მათ არ აქვთ. გარდა ამისა, გაუმართავია ინფრასტრუქტურაც, წაბლანაში ცხოვრება კი საშიშია, რადგან სოფელი მეწყერსაშიში ზონაა. „თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, დაიწყება აქციები“ – აცხადებს მოსახლეობა. „მოსახლეობის დიდ ნაწილს ბინა უკვე დაკარგული აქვს, გამოიტანეს ბანკიდან ფული, დაიწყო რემონტი და სად არის, თურქეთი – არა, შემოსავალი – არა. არჩევნები არ ჩატარდება ამ უბანში, გაარემონტონ მათ [ხელისუფლებამ], შეამოწმონ რა თანხა ჯდება“ – განაცხადა გენადი შაინიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. „აქ მცხოვრებმა ოჯახმა მინიმუმ 20 ათასი დოლარი უნდა დახარჯოს, რომ ბინა მოაწესრიგოს. ბინები უვარგისია საცხოვრებლად, ეს იგივეა, მანქანა მისცე ხალხს და ბორბალი არ ჰქონდეს“ – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც დღეს აქციაზე იმყოფებოდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ხულო
#აქცია
#პროტესტი
#batumidaily
წყარო -
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0