რატომ ლიმონი? რა უნდა ვიცოდეთ სასარგებლო ვიტამინების შესახებ.

0
🍋🍋 ლიმონი 🍋🍋 ლიმონი ეფექტურია ბევრი დაავადების სამკურნალოდ, რადგან, ააქტიურებს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. 🍋 ლიმონი, ასევე, შესანიშნავი პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაცაა. მისი წვენი, როგორც ნატურალური, ასევე, წყალში გაზავებული, ებრძვის სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ვირუსებს. 🍋გრიპის შემთხვევაში კი ლიმონი სიცხის დამწევი უებარი საშუალებაა, რადგან, ის ხელს უწყობს კანის ფორებიდან შხამების გამოდევნას. 🍋ლიმონი სასარგებლოა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს და მას ტონუსის ამაღლებაც შეუძლია. 🍋ლიმონი მდიდარია C ვიტამინით. მასში შემავალი ასკორბინის მჟავა კარგად შეერწყმის PP ვიტამინს, რომელსაც „გამტარობის ვიტამინსაც“ უწოდებენ. სუსტი სისხლძარღვების გამაგრება შესაძლებელია ორგანიზმში C და PP ვიტამინების ერთდროული მიღებით. 🍋ლიმონს შეუძლია, ადამიანის ორგანიზმი ავიტამინოზისგან, ინსულტისგან, ინფარქტისგან, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და სხვა სერიოზული და საშიში დაავადებებისგან დაიცვას. C და PP ვიტამინები, ასევე, გვიცავს ნაადრევი სიბერისგან, რადგან ის ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, ეს უკანასკნელი კი კანის სიგლუვესა და ელასტიკურობას გვინარჩუნებს, ამაგრებს შემაერთებელ ქსოვილებს და ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ აღდგენას. 🍋 ლიმონი ასევე ერთ -ერთი საუკეთესო კომპონენტია სახის მოვლის ნიღბებში გამოყენებისათვის.
#ჯანმრთელობა
#ჯანსაღიცხოვრება
#ახალიამბები
#ჯანსაღიცხოვრება
0