გონების 3 სავარჯიშო,რომელიც ბედნიერებას გვაგრძნობინებს!

0

აღმოაჩინეთ ბედნიერება პატარპატარა დეტალებში!

სამსახურში, გადატვირთული რეჟიმის დროს, რთულია,  სტრესისა და „დედლაინების” გარდა, სხვა რამეზე ფიქრი. ეს კი ჩვენში პოზიტიურ შეგრძნებებს ამცირებს. თუ ძალიან მოვინდომებთ, ბედნიერების ამ „პატარ-პატარა ნაჭრებს” რამდენიმე წამში ვიპოვით. ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გაგვაბედნიეროს – წყლის დალევამ, მეგობრისგან მიღებულმა შეტყობინებამ ან იმაზე ფიქრმა, როგორ წამოვწვებით რბილ დივანზე დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ. „ბედნიერების ეს „პატარ-პატარა ნაჭრები” ყველგანაა, როგორც კი დავიწყებთ მათ აღქმას, ჩვენს თავს რაღაც ხდება, ბედნიერების განცდა კი  გვიჩენს იმედს”, – ამბობს ჩეიდ მენ ტანი.

გამოვიმუშაოთ ჩვევა,რომ ყველას წარმატება ვუსურვოთ.

როდესაც ადამიანებს წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებთ, ყველაფერი უკან გვიბრუნდება. „მენტალურად უნდა გამოვიმუშაოთ ჩვევა, რომ როგორც კი დავინახავთ ადამიანს, მაშინვე ვიფიქროთ : „მინდა ის ბედნიერი იყოს”. ის ხალხი, ვისთვისაც  პოზიტივს გავცემთ, გაუცნობიერებლად „იღებენ” ამ აურას”, -ამბობს ჩეიდ მენ ტანი.

ისუნთქეთ ღრმად!

მედიტაცია ადამიანებს აბედნიერებს, მაგრამ ხშირად რამდენიმე ღრმად ჩასუნთქვაც ანალოგიურ განცდას გვანიჭებს. „ყურადღება მიაქციეთ, როგორ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ. თუ დრო გაქვთ, ერთი წუთი დააკვირდით თქვენს ამ პროცესს. შესაძლოა, ეს ყველაფერი უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ასე მეტ ყურადღებას აქცევთ აწმყოს”, – ამბობს ჩეიდ მენ ტანი. #ფაქტები #ჯანმრთელობა #ბედნიერება
#ჯანსაღიცხოვრება
0