რა მოხდა 3 აგვისტოს?

0
ახლოვდება 8 აგვისტო და ოდნავ შეხორცებული ჭრილობები თითქოს ყველა ქართველს თავიდან ეხსნება. მუდმივი მცოცავი ოკუპაცია და რუსული მხარის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფონზე , შეუძლებია ოდნავადაც მაინც დაგვავიწყდეს ოკუპირებული ცხინვალი და აგვისტოს ომის ტკივილი. გთავაზობთ 2008 წლის ომის ქრონოლოგიას დღეების მიხედვით

3 აგვისტო :

რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს. საქართველო მოლაპარაკებებისათვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზად არის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მფარველი ანგელოზის დღეს ულოცავს. მისალოცი ბარათი მის უწმინდესობასთან საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს მიაქვს. ვლადიკავკაზში ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარდამჭერი მიტინგი იმართება. ამ დღეს აფხაზი სეპარატისტები იღებენ გადაწყვეტილებას სექტემბრიდან გალში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. სერგეი ბაღაფში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ისტორია
#აგვისტოსომი
#ჩვენგვახსოვს8აგვისტო
#goridaily
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0