ღრუბელი როგორც ადამიანური სევდა

0

ღრუბლებს თუ დაკვირვებიხართ ოდესმე?

წყალი რომ ორთქლდება ხოლმე და წვიმის სახით მოდის, რატომ არ შეიძლება ამ პრინციპით მოქმედებდეს ადამიანის სევდაც? ჩემი აზრით, ისიც ორთქლდება და ცაზე პატარ-პატარა ტკივილებად, ღრუბლებად გვევლინება. რადგან ზოგადად ყოველთვის, ღრუბლებით სავსე ცასთან ერთად მეც უფრო და უფრო ვიღრუბლები ხოლმე, სხვისი სევდის ყურება ხომ ჩვენც სევდით გვავსებს, ხოდა მეც და ღრუბლებიც ერთად ვმალავთ ხოლმე მზეს და სინათლეს. საპირისპირო შემთხვევაში კი, დღეს რაც უფრო მოწმენდილი და ლურჯია ცა, ღამეს კი რაც უფრო მეტი ვარსკვლავით სავსე, მით უფრო დიდ ბედნიერებას ვგრძნობ და დოსტოევსკიმ რაც თქვა თავის დროზე, ზუსტად იმას ვიზიარებ და იმით ვარ გაოგნებული: , , როგორ შეიძლება ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული, ბოღმით და შურით სავსე სხეულები დადიოდნენ?!” ვფიქრობ მათი პრობლემა ზუსტად ისაა რომ ცას არ უყურებენ. ხოდა აი ეს ღრუბლები, თითქოს სევდის მომატებასთან ერთად რომ იმატებენ ცაზე, გროვდებიან, გროვდებიან, რაღაც დროის შემდეგ ივსებიან, მერე ფორიაქს იწყებენ, თითქოს სიამაყეს არ თმობენ, თუმცა დგება დრო, როცა ამდენ სევდას ვეღარ იტანენ, უბრალოდ ვეღარ იტევენ და კოკისპირული წვიმით ტირიან! და მერე? იცლებიან, იწმინდებიან, ხანდახან ქრებიან კიდეც და ხშირ შემთხვევაში ცისარტყელა გადმოეფინება ხოლმე კაბადონს. ახალი ფურცელი, ახალი სიცოცხლე, და თითქოს რაც უფრო კოკისპირულად ტირიან, მით უფრო ნათელი და ლამაზი ჩნდება ცისარტყელა, ისევე როგორც სიხარული ცრემლის, ბედნიერება უბედურების და ნათელი დღე ბნელი ღამის შემდეგ.
#ხელოვნება
#art
#sky
#beauty
#beautiful
0