3 ფაქტი გორზე,რომელიც ნამდვილად არ იცით

0
ქალაქის სტატუსი გორმა მიიღო 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი მეშვიდე საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს. რუსეთის იმპერიის ანექსიის შემდეგ, გორი სამაზრო ქალაქი გახდა. 1930 წლიდან გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ხოლო 1950 წლიდან — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. 2014 წელს მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რომელიც 3 წელი შეუნარჩუნდა.
გორი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო. 1865 წ. 26 ივლისს. გორში დაარსდა თეატრი. 1874 შეიქმნა "სცენისმოყვარულთა წრე", ორი წლის შემდეგ კი მას მოჰყვა "სცენისმოყვარულთა საზოგადოების", დაარსება. 1909 წლიდან ფუნქციონირებდა სახალხო თეატრი გორში ფუნქიონირებდა მოწაფეთა დრამატული წრე, ქართული ისტორიისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება. 1912 დაარსდა ქართველ გამომცემელთა ამხანაგობა "ქართლი". გორის სტამბაში პირველი წიგნი 1889 დაიბეჭდა
ქალთა პირველი საზოგადოება გორში 1913 წელს დაარსდა. ანა ამილახვრის თაოსნობით დაარსებული საზოგადოება „მანდილოსანი“ ითვალისწინებდა გაჭირვებულ ქალთა დახმარებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობას, და ფულადი შემწეობის დანიშვნას შეჭირვებული ადამიანებისათვის. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესოფაქტები
#ისტორია
#პიროვნება
#გორისმუნიციალიტეტი
#goridaily
წყარო -
#ხელოვნება
0