მოხდება თუ არა ლავასოღლის ექსტრადირება საქართველოში?

0
ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებულ მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის ბელარუსიაში 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ამოეწურა, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა. როგორც მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ბელარუსიას თხოვნით მიმართა, ლავასოღლის პატიმრობაში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივონ. პროკურატორის ინფორმაციით, "შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, რაც არის ექსტრადირებასთან დაკავშირებული", თუმცა უწყების ოფიციალური პასუხიდან უცნობია, მოითხოვა თუ არა ქართულმა მხარემ მისი ექსტრადირება. პროკურატურაში სხვა კითხვებზე არ პასუხობენ. ცნობისთვის, ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება. ის თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, საქართველოში მისი ექსტრადირება ვერ მოხდა. ამის შემდეგ კი ის ბელარუსში, ასევე საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#კანონიერიქურდი
#batumidaily
წყარო - formulanews.ge
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0