56 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 9 months ago

საქართველოში „ლურჯი ვეშაპის” შესახებ ფილმის გადაღება მიმდინარეობს.

მომაკვდინებელ თამაშზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის შესახებ მუშაობა თითქმის დასრულებულია და თებერვალში კი მისი სავარაუდო პრემიერაა ჩანიშნული. ფილმს ასევე აჩვენებენ დედაქალისა და რეგიონების სხვადასხვა სკოლებშიდაც.  ლევან გაბაძის მიერ გადაღებული 15 წუთიანი ფილმი რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული და თამაშში ჩართული მოზარდისა და მისი ახალგაზრდა დედის ამბავს მოგვითხრობს. რეჟისორის თქმით, ფილმთან დაკავშირებით მათ კონსულტაცია საქართველოს ეროვნულ კინოსტუდიასთან გაიარეს. 

“ფილმი შექმნილია მოზარდებში თვითმკვლელობის პრევენციისთვის. მოზარდების, რომლებსაც დიდი ფსიქოლოგიური ბარიერი აქვთ როგორც მშობლებთან, ასევე ირგვლივმყოფ საზოგადოებასთან. ჩვენ ვეცადეთ, რომ ყველა მოზარდისთვის ეკრანიდან მიგვეყვანა ფსიქოლოგი. ვფიქრობ ფილმში ძალიან ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს და მიიღებს იმ შეკითხვებზე პასუხს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურობაში ეძებენ.“ - განაცხადა ლევან გაბაძემ

ფილმის გადაღებას მიესალმება „ლურჯი ვეშაპის" ერთ-ერთი მსხვერპლის დედა, ნანა ბერძენიშვილი. „ყველა მოზარდს შეუძლია ნებისმიერ დროს თამაშიდან გასვლა და ეს გზავნილი ფილმში კარგადაა გადმოცემული”- აღნიშნავს ქბნ. ნანა.

ლევან გაბაძის ფილმში მთავარ როლს ნანკა კალატოზიშვილი ასრულებს. პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში “ლურჯ ვეშაპთან“ დაკავშირებული არაერთი თვითმკვლელობის მცდელობის მიუხედავად “შინაგან საქმეთა სამინისტრო”  ინტერნეტ სივრცეში სახიფათო თამაშის არსებობას არ ადასტურებს. „ლურჯ ვეშაპთან” დაკავშირებით პირველი ცნობა 2013 წელს, რუსეთში გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნულმა თამაშმა მხოლოდ რუსეთსა და ინგლისში 130-მდე ახალგაზრდას უბიძგა თვითმკლელობისკენ.

#news
Tbilisi Daily
Tbilisi · 9 months ago
13
Write a comment
Similar Posts