"საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა!" - სწორედ ამ სიტყვებით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო კრებაზე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი ალექსეი გონჩარენკო.
ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთისთვის ზამთრის პლენარულ სხდომაზე უფლებამოსილების აღდგენა/არ აღდგენა იყო. 96 დელეგატი 44-ის წინააღმდეგ, სწორედ ასე გადანაწილდა ხმები რუსეთის სასარგებლოდ, მათ დელეგაციას კი უფლებამოსილება ბოლომდე აღუდგა.
ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ღიად დაგმეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა.
#news