მისტიკით მოცული თანამედროვე მხატვრობა  -  რენე მაგრიტი

0
რენე მაგრიტი დაიბადა 1898 წლის 21 ნოემბერს ბელგიაში. ცნობილი, როგორც სიურეალისტი მხატვარი, რომლის შემოქმედებაც ხასიათდება მისტიკითა და ემოციურობით. რენეს განსაკუთრებული ხედვის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ მისი შემოქმედება მხატვრის ტრაგიკულმა ცხოვრებამ განაპირობა (ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში საკუთარი დედა იპოვა ჭაში დამხრჩვალი). ოდნავ მოგვიანებით, რენემ მხატვრობის შესწავლა ბრიუსელის ხელოვნების სამეფო აკადემიაში დაიწყო. 1926 წელს შექმნა პირველი სიურეალისტური ნახატი , , დაკარგული ჟოკეი“. მაგრიტის ნახატები სიზმრებს გავს, ამოუხსნელი და გამოუცნობია, რეალობისგან მოშორებულია, თუმცა ამავე დროს მასთან მჭიდროდ დაკავშირებულია. ნამუშევრების ნახვისას ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობია, სადღაც უკვე გინახავს. “ჩემი შემოქმედება ხილვადი ნახატებისგან შედგება, რომელშიც არაფერი იმალება; მასში თვით მისტიურობა გამოსჭვივის, და მართლაც, ჩემი ნახატების ხილვისას, ყოველთვის იბადება კითხვა: ”ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?” – არც არაფერს, მათ მნიშვნელობა არ გააჩნიათ, რამეთუ თვით მისტიკა არაფერს ნიშნავს, მისი შეცნობა შეუძლებელია” რენე მაგრიტი. მხატვრის შემოქმედებაში არსებობს რამდენიმე ნახატი, რომელიც სუსტი ფსიქიკის მქონე პირებისა და არასრულწლოვნებისათვის რეკომენდირებული არ არის.
#art
#world
#history
#painter
#modernart
0