ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა

0
ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე წლების წინ თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა. ბაზრობა გოგოლის ქუჩაზე „მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავიდა. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასაყიდი ავტომობილების მფლობელები აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილეს. მოსთხოვეს დაევტოვებინათ უკანონოდ დაკავებული ტროტუარები და პარკირების ზონები. ''იმ მძღოლებმა, რომლებმაც უგულებელყვეს მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა, მათი ავტომობილები გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. რაც შეეხება აღმაშენებლის ქუჩას, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი, რათა ავტობაზრობის მოწყობა არ განმეორდეს'' - აცხადებენ მერიაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#ავტომობილები
#batumidaily
წყარო - adjaratv.ge
#ახალიამბები
0