186 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago

ბავშვი, რომელმაც მთელი საქართველო მისი ჯანმრთელობის ირგვლივ გააერთიანა, გარდაიცვალა...

ეს სამწუხარო ამბავი სულ ცოტა ხნის წინ თავად ანიტას ბებიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაადასტურა. 

თითოეული ადამიანის გარდაცვალება თითო, ინდივიდუალური სამყაროსეული ხედვის გამოკლებას ნიშნავს. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა წასვლასაც განსაკუთრებით განვიცდით. ხშირ შემთხვევაში ისინი ოჯახის წევრები, მეგობრები, ანდაც კონკრეტული სფეროს ვარსკვლავები არიან. პატარა ანიტამ მოახერხა და ჩვენს გულებში ყოველი ზემოთ ნახსენები ინდივიდუალურად აითვისა და მასში გააერთიანა. ის უცაბედად გახდა ჩვენი მეგობარიც, ოჯახის წევრიც და სუპერვარსკვლავიც, რომლის ჯანმრთელობის შესახებ პოზიტიურ სიახლეებს ბევრი ჩვენგანი დიდი ენთუსიაზმით ელოდა.

ანიტა წავიდა. მის ირგვლივ გაერთიანებულ ხალხში კი დარჩა უზარმაზარი სითბო და გულისტკივილი.

და მაინც, წლების შემდეგ ცრემლმორეული გავიხსენებთ, როგორ შეძლო ერთმა პატარა გოგომ მთელი საქართველოს ერთი კონკრეტული იდეის გარშემო გაერთიანება! ანიტა გმირია!

პ.ს. რედაქციის სახელით ვუსამძიმრებთ ანიტას ოჯახს და მთელს საქართველოს.

#news
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago
15
Write a comment