ჩემი მეგობრის, ბესიკ ლაგვილავას კედლიდან....
დრო... დროოო... დროოოო... 12 წლის წინათ, ჩოგბურთში 2008 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ერთი ლამაზი გოგონა გამოჩნდა... დღესაც მახსოვს. თეთრი კაბა და ცისფერი მაისური ეცვა... გულისამაჩუყებლად ლამაზი დებიუტანტი იყო და ისე კარგად ითამაშა, რომ მეოთხედფინალშიც გავიდა!
ეპოქა იყო, როცა ჩოგბურთის მოედანზე გამოსული გოგონები სილამაზით "მის მსოფლიოს" კონკურსზე გამოსულ "თოჯინებს" ბევრად სჯობდნენ!
კორტზე გამოდიოდნენ შარაპოვა, ივანოვიჩი, ჰანტუჰოვა, ჩაკვეტაძე. კირილენკო, ვონდრაჩკოვა... და უცებ ამ ფონზე, გამოჩნდა ეს გოგონა და ყურადღება თამაშის გარდა - სილამაზითაც მიიპყრო...
ჩოგბურთის კორტები ლამაზი გოგონებით და მოდელიორთა მიერ შექმნილი ულამაზესი სპორტული კაბების ბრწყინვალებით და საჩოგბურთო "დეფილეებით" , მილანურ და პარიზულ პოდიუმს დაემსგავსა და ამ "ვარსკლავებით მოჭედილ პოდიუმზე", ამ გოგონამ, თამაშის ჭკვიანურ სტილთან ერთად საჩოგბურთო კაბების თავისებური სტილიც შემოიტანა - აი, ისეთი - ბავარიელ ლუდის ჩამომსხმელ დიდბიუსტიან ან რუბენსის ქალებს რომ აცვიათ და თავიც დამამახსოვრა!
მაშინ მსოფლიო ჩოგბურთში "ტონის მიმცემნი" სერენა და ვენუს უილიამსი, ჟასტინ ენენ ჰარდენე, ელენა იანკოვიჩი, დინარა საფინა იყვნენ, რომელთაც ნაკლებად ვგულშემატკივრობდი... ჩემი ფავორიტები შარაპოვა, ივანოვიჩი, იყვნენ... ულამაზესი ჰანტუჰოვა ადრევე ეთიშებოდა ტურნირს... მე კი ახალი საგულშემატკივრო გამოჩნდა.. შარაპოვას, ივანოვიჩის, ჰანტუჰოვას წაგების შემდეგ ხშირად ტურნირზე რჩებოდა, მაშინ აღმავლობით მოთამაშე ვოზნიაკი, რომელიც 2010-ში რეიტინგში
#1
-ც გახდა!
ჰო, დამავიწყდა მეთქვა, (უფრო სწორად სპეციალურად არ ვთქვი!) ის გოგონა რომელმაც 2008 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ყურადღება მიიპყრო, სწორედ კაროლინ ვოზნიაკი იყო!
რამდენიმე დღის წინ მან იგივე ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე, საიდანაც მისი აღმასვლა დაიწყო, კორტებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და დღეს "გეიმ შეთ მათსში" განაცხადა, რომ ახლა ნამდვილად განთავისუფლდა... რომ ქმართან - NBA-ს კალათბურთელ დევიდ ლისთან ერთად სამოგზაუროდ მიდის..
რამდენი დრო გასულა! რამდენი დრო და რა უცებ! რა უცეეებ! გული დამწყდა! თითქოს გუშინ - 2008 წელს ეს გოგონა 18 წლის იყო - ახლა 30-ის! ეტყობა, არა მარტო მე დამწყდა გული! ეტყობა, მათს ვილანდერსაც, რომლის თამაშიც ჩემი სიყრმის წლებიდან კარგად მახსოვს, ძლიერ დაწყდა გული - ტირილამდეც ცოტა აკლდა და თქვა, რომ ბევრი ჩოგბურთელი დაბრუნებია კორტებს და მაგალითად ჟასტინ ენენი, კიმ კლისტერსი, ბიორნ ბორგიც კი მოიყვანა...
"ვაუ! რა დიდი მოგზაურობა მქონდა! დიდი ოცნების მქონე პატარა გოგონადან დღევანდელ მომენტამდე, როცა ამ ჩოგბურთის კორტზე ვდგევარ და უკანასკნელად წარმოვადგენ მსოფლიოს წინაშე ჩემს საჩოგბურთო ოცნებას. ეს იყო ყველაფერი რისი იმედიც მქონდა! გამომშვიდობება, რომელიც დღეს მქონდა აბსოლუტურად არაჩვეულებრივი იყო!" - დაწერა კაროლინმა თავის თავის გვერდზე და მას "ვარსკვლავებიც" გამოემშვიდობნენ!
"კარო, არ ვიცი როგორ გითხრა - ნახვამდის!" - დაწერა ფედერერმა...
ჰოო, სხვათა შორის, დღეს ჩემმა ბებერმა ფავორიტმა ფედერერმა უშანსოდ წააგო ჯოკოვიჩთან, რომელიც თავადაც აღარ არის პატარა... იყო დრო სუპერმენი როჯერი - ყველას ანგრევდა! იყო დრო! დრო! დროო! წავიდა დროოო!
მე კი გული დამწყდა ულამაზეს კაროლინზეც და დროზეც! იმ დროზე, რომელიც უკან აღარასდროს დაბრუნდება!
ან იქნებ... ან იქნებ კარო სხვებივით კიდევ ერთხელ დაბრუნდეს?!
... და იქნებ დროც... იქნებ დროც!
#goodplaces