აჭარაში ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

0
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ. ბრალდებულებმა სანაცვლოდ 350 000 აშშ დოლარი მოითხოვეს. ''დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი პროცედურების სამსახურებრივ მფარველობას'' - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინვესტორმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ლარი გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. გამოძიებას ჯგუფურად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#ტყუილი
#აჭარა
#batumidaily
წყარო - adjaratv.ge
#ახალიამბები
0