მიხვდნენ, რომ იდუმალებით არის მოცული ეს საქმე-ბაჩალიაშვილის დედა საპატრიარქოზე

0
მიხვდნენ, რომ იდუმალებით არის მოცული ეს საქმე-განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ. "პატრიარქი შეუძლოდ იყო და მასთან შესახვედრად სხვა დროს დაგვიბარებენ. იქვე გადაუხადეს პანაშვიდი და კიდევ გადავუხდით, როცა მოხვალთო", - ამბობს თეონა თამაზაშვილი. როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ ნაწილობრივ ინფორმირებულები იყვნენ. "მიხვდნენ, რომ იდუმალებით არის მოცული ეს საქმე. ყველაფერი ვუთხარით, რაც ხდებოდა. თვითონაც ნაწილობრივ საქმის კურსში იყვნენ", - განაცხადა თამაზაშვილმა. ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პატრიარქმა ოჯახს ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე კურთხევა მისცა.
0