და რა ფერია ჩვენი სული?

0
“ბუნება ყოველთვის ატარებს იმ ფერს, რა ფერიც ჩვენი სულია.” – რალფ ემერსონი
სიმწვანე ისაა, რაც ადამიანებს არსებობისთვის სჭირდებათ. არსებობს ერთი ასეთი ტერმინი “ბუნებასთან დაკავშირებული”, რომელიც ცალსახად გამოხატავს იმ უწყვეტი და უხილავი ძაფის არსს, ადამიანსა და ბუნებას რომ აკავშირებს. შეიძლება, მწვანე გარემო დღეს ერთგვარ ფუფუნებადაც მოვიხსენიოთ, თუმცა, დღეს მასზე მოთხოვნა ისეა გამძაფრებული, როგორც არასდროს. არაერთმა კვლევამ აჩვენა, მწვანე გარემოში მცხოვრები ადამიანები მეტად კეთილშობილები და სოციალურები არიან. მეტი სურვილი აქვთ, დაეხმარონ და ენდონ სხვებს.
#გამწვანება
0