“ლუი, რატომ კოჭლობ? გუნდა მოგხვდა ყურში?”

0
ფრაზა ჰომ არ გეცნოთ? კაი გამარჯობა თქვენი,
დღეს ლუის პატარა ძმის, ტომის დაბადების დღეა და ასე გადაწყდა რომ ბავშვობის საყვარელი მულტფილმი უნდა გაგახსენოთ. ვისზე ნაკლები კინომანები ვართ და ანიმაციებიც ძალიან გვიყვარს, ჰოდა პატარა ტომი 65 წლის გახდა, წარმოგიდგენიათ? feel old yet?
ამ პოსტში ჩვენს სასყვარელ ფრაზებს შემოგთავაზებთ ლუიდან, თუ რამე გაგახსენდათ, კომენტარებში თქვენი ფრაზების ადგილიცაა.

უცებ-უცებ

ლუი ანდერსონი 90-იანი წლების ბავშვების გამორჩეულად საყვარელი ანიმაციაა, რომელიც დღემდე გვიყვარს და ბავშვობის წლებს გვახსენებს. ანდერსონების ოჯახის ცხოვრებით იწყებოდა ჩვენი ყოველი დილა. ანიმაციის გმირების საინტერესო და სახალისო ფრაზები კი დღემდე გვახსოვს და გვიყვარს. განსაკუთრებული ენამახვილობით ლუის მამა, ენდი ანდერსონი გამოირჩეოდა.
ამ ნაწილში ენდის ფრაზებს გაგახსენებთ და ცოტას გაგართობთ 😌

ენდის 20 საუკეთესო ფრაზა:

1. ენდი: გინდათ ამბავი მოგიყვეთ და ცოტა დაგამშვიდოთ? შუა ბრძოლაა, ღამეა, ჭურვები სკდება, პეტერსონმა ფეხი დაკარგა. ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისი არა. 2. “ღმერთო, როგორ ყინავს, 150 გრადუსი მაინც იქნება. "მისის ტილმან, არ გინდათ ლიმონათი? 150 გრადუსი სიცხეა, ძაღლივით ხართ გაოფლილი" 3. “როგორც ჩანს, ტორნადომ ჩვენს სახლს ვერაფერი დააკლო. - ორა, ჭერში ფანჯარა როდის გამოვაჭრევინეთ?”
4. - მამა, შენ რა, ჩემ გამო დაბრუნდი? - რა თქმა უნდა, არა! დაცვამ არ გამიშვა. 5. “შინაური ცხოველი რად გინდა, ძმა ხომ გყავს სახლში?” 6. “წვიმების სეზონის დროს ამაზონის ჯუნგლებში ვისვენებდი. ეს რა წვიმაა?! უბრალოდ, ჟინჟღლავს.”
7. “სამი თვის ვიყავი პირველად სასკოლო ბანაკში რომ დამტოვეს. ექვსი თვის უკვე ჯგუფს ვხელმძღვანელობდი.” 8. - მამა, ბებია დაბრუნდა! - რატომ, კბილები დარჩა? 9. “ენდი: ლუი, ჯარში ყველა საჭმელი მწვანე იყო - მწვანე კარტოფილი, მწვანე მაკარონი, მწვანე სალათა. - სალათა ისედაც მწვანეა. - რა თქმა უნდა, ახლა მწვანეა, ჩვენ გავამწვანეთ.”
10. ენდი: - რისი გეშინია ლუი?! ჩვეულებრივი ძაღლია, ადამიანი ხომ არ არის, უმიზეზოდ გეცეს. 11. “- ორა, ესენი ვინ არიან? - მათი სახლი დაიტბორა და ჩვენთან შევთავაზე მოსვლა. - მე რა, ნოეს ვგავარ, თუ კიდობანი მაქვს სახლში?!” 12. "მე რომ პატარა ვიყავი, შინაური ცხოველები ჯერ გამოგონილი არ იყო"
13. "ომში ჭურვების შესანახ კარავში მეძინა. ბალიშის ნაცვლად დინამიტი მედო და ტროტილთან ვძმაკაცობდი" 14. "რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს" 15. "ერთი არ მოგწონებია... ბანკში სახლის მეორედ ჩადება მომიწია, ეგ რომ მეყიდა. იცოდე, ერთი თვე არ გაჭმევ"
16. "- ლუი ვინმემ ჩვენს მანქანაში ხუთასი ათასი თუ შემოგთავაზა, უარი არ უთხრა - კი მაგრამ მამა შენ ხომ გიყვარს ჩვენი მანქანა? - სიყვარულით მე დედაშენიც მიყვარს, მაგრამ ხუთასი ათასად?!" 17. "რაო? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო გაჩხრიკეთ ოცი კილომეტრის რადიუსში!" 18. "- ლუი, პატარა რომ ვიყავი და მამას ვეხმარებოდი, ფანრები არ გვქონდა. შუქიც კი არ იყო, სარკეს ვიჭერდი, რომ მზის სხივი ამერეკლა და მამაჩემს ისე ვუნათებდი. - ეგ როდის? გამოქვაბულების მოხატვით რომ იყავით გართული? - გავიგონე, ლუი!"
19. "ლუი ომში ცამეტჯერ მესროლეს, თან სულ თავში! წყალს რომ ვსვამ, თავი სარწყავი მგონია!" 20. ''დღეს დიდი დღეა გარაჟის ღებვის დღე ეწოდება.”
ამ მულტფილმივით პოზოტოური და ბედნიერი დღე თქვენ 🎉 პოსტის ავტორი - მარიამ თოფურია / მომო
#კინომანი #ლუი #მულტფილმები #ანდერსონი #ბავშვობა #ანიმაცია #საყვარელი
#ახალიამბები
#ხელოვნება
0