ფერწერაში ასახული ვნება -  ფაბიან პერეზი

0
არგენტინელი მხატვარი, ფაბიან პერეზი 1967 წლის 2 ნოემბერს, ბუენოს აირესში დაიბადა. მისი, როგორც მხატვრის ისტორია 22 წლის ასაკში, იტალიაში გადასვლიდან იწყება. პერეზის ნახატები ძლიერი ემოციის მატარებელია, სტილი, რომელიც მხატვარს სხვებისგან გამოარჩევს ხასიათდება ენერგიულობით, სექსუალურობით. ვნება, რომელიც მისი ნამუშევრებიდან გამოსჭვივის დიდ ემოციურ გავლენას ახდენს ადამიანებზე. პერეზის თითქმის ყველა ნამუშევარი აკრილის საღებავშია შესრულებული. მხატვარი დღეს ლოსანჯელესში ცხოვრობს. #art #history #world #painter #modernart
0