Slash ანუ სოლ ჰადსონი - ყველა დროის საუკეთესო გიტარისტი

0
ბრიტანელ-ამერიკელი მუსიკოსი სლეში უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ Guns N Roses ყოფილი გიტარისტი. გიტარის სწავლა 14 წლის ასაკში, ბებიას მიცემულ 1 სიამიან გიტარაზე დაიწყო, თუმცა მალე დანარჩენი 5 სიმიც დაუმატა და საქმეს მეტი სერიოზულობით შეუდგა. 1984 წელს, სლეშმა გადაწყვიტა მუსიკისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი და ჯგუფის ძებნა დაიწყო. მალე იზი სტრედლინი შეხვდა, რომელმაც საკუთარი ჯგუფის Hollywood Rose - ის დემო მოასმენინა. სლეშმა ყური მოჰკრა ექსელ როუზის ძალიან დაბალ დიაპაზონს და მისით დაინტერესდა. მალე იზიმ ექსელს სლეში გააცნო და ის ჯგუფში მიიღეს. სამწუხაროდ ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით Guns N Roses - ს სახელით გახდა ცნობილი, 1997 წელს ოფიციალურად დაიშალა. 2011 წელს სლეშმა განაცხადა, რომ იგი ჯგუფს დაუბრუნდებოდა, თუ ექსელი მას ბოდიშს მოუხდიდა, თუმცა ექსელმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა აღარასდროს დაბრუნდებოდა. სხვადასხვა პერიოდში, სლეშზე დიდ გავლენას ახდენდნენ: ლედ ზეპელინი, ერიკ კლაპტონი, აეროსმიტი, ჯიმი ჰენდრიქსი, ნილ იანგი. გიტარისტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აეროსმიტის ალბომმა , , Rocks” მისი მთელი ცხოვრება შეცვალა. სლეშის ერთ-ერთი ცნობილი სოლო შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=b3oi174RAiI #music #art #musician #slash #world #history
0