0
მოკლედ მოყოლილი დიდი სიყვარულის ისტორიები?? "დღეს ჩემი 8 წლის შვილი ჩამეხუტა და მითხრა, რომ მსოფლიოში საუკეთესო დედა ვარ. შენ ხომ მსოფლიოს დედები არ გინახავს-მეთქი ვკითხე? ის კი კიდევ უფრო ძლიერად ჩამეკრა და მიპასუხა: "ვნახე, შენ ხარ ჩემი მსოფლიო". "დღეს ალცგეიმერის ურთულესი ფორმის პაციენტი გავსინჯე. ხშირად საკუთარ სახელს ვერ იხსენებს და ავიწყდება რა თქვა ერთი წუთის წინ, მაგრამ როგორც კი თავის ცოლს დაინახავს, ეუბნება: "გამარჯობა, ჩემო მშვენიერო კეიტ". სხვა ამას სასწაულს ეძახის. მე კი - სიყვარულს". "დღეს საოცრება მოხდა. ჩემი ორი წლის შვილს ფეხი გაუსრიალდა და აუზში ჩავარდა. სანამ მასთან მივედი, ჩვენი რეტრივერი საყელოში სწვდა და კიბეებთან გამოათრია, სადაც ბავშვმა ფეხზე დადგომა შეძლო". "მსოფლიოში საუკეთესო მამა მყავს. რომელიც დილიდან დაღამებამდე მუშაობს ოჯახის შესანახად. უყვარს და პატივს სცემს დედას. 5 წლიდან (ახლა 17 წლის ვარ) სისტემატიურად ესწრება ჩემი ფეხბურთის გუნდის მატჩებს, მამხნევებს და მგულშემატკივრობს. ახლახან, ძველ საბუთებში ვიპოვე მისი აღიარებითი ჩვენება: "18 წლის ალკოჰოლიკი ვარ, კოლეჯიდან გამომაგდეს. უიღბლო თვითმკვლელი, რომელი სასტიკად ექცეოდა ბავშვებს. მაქვს კრიმინალური წარსული, მანქანის გატაცების მცდელობით. ვარ არასრულწლოვანი მამა. ვფიცავ, ვიქნები საუკეთესო მამა ჩემი შვილისთვის, ისეთი, რომელზეც ვოცნებობდი და არ მყავდა". არ ვიცი როგორ, მაგრამ მან შეასრულა დანაპირები". "როცა ჩემი 18 წლის შვილიშვილი სკოლის გამოსამშვიდობებელი ბანკეტისთვის ემზადებოდა, გულდაწყვეტილმა ვუთხარი, რომ მე არ წავსულვარ, რადგან არც ერთმა კლასელმა ბიჭმა არ ისურვა ჩემი პარტნიორობა. საღამოს ჩემი შვილიშვილი შინ მეწვია გამოპრანჭული და თავის ბანკეტზე წამიყვანა. არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ".
#goodplaces
0