5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

0
ვერძი ჩამოწერეთ საყიდლების სია. კარგი დღეა შოპინგისთვისაც. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. კურო მშვიდი, პოზიტიური შაბათი დაგიდგათ. საინტერესო და მოულოდნელი შეხვედები გელით. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. ტყუპი ზომიერება დაიცავით ყველაფერში: საოჯახო საქმეების მოგვარებაში, გართობაში. საღამოს შეხვედრები, რომანტიკული ნაცნობობა გელით. კირჩხიბი დასვენება და განმარტოება მოგინდებათ. მანამდე სამსახურებრივი საქმეები და საოჯახო ვალდებულებები უნდა შეასრულოთ. ლომი სასიამოვნო შეხვედრების, საჩუქრებისა და სიურპრიზების დღე გელით. მეგობრებთან ერთად გართობისა და თავგადასავლებისთვის მოიცალეთ. ქალწული საინტერესო დღე გელით. დილითვე მოაგვარეთ საქმეები, რათა მოგვიანებით შემოქმედებითი იდეების განხორციელება, მეგობრებთან ერთად გართობა შეძლოთ. სასწორი ჭირვეულ ახლობლებთან მხოლოდ დელიკატურ თემებზე ისაუბრეთ. მეგობრებთან - გულახდილად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ. მორიელი პოზიტიური და ენერგიული ხართ. მეგობრებთან ერთად დილიდან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. დაისვენეთ და იმხიარულეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. მშვილდოსანი მეგობრებმა მოწყენილობის წამალი იციან და დღეს გაგამხიარულებენ. ოჯახის წევრები მზრუნველობით აგავსებენ. თხის რქა მეგობრებთან ერთად შეძლებთ საინტერესო იდეების განხორციელებას. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით. მერწყული კარგი დღეა მეგობრებთან ერთად გართობისა და შოპინგისთვის. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს გიმზადებთ. თევზები ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. საოჯახო საქმეებში, იდეების განხორციელებაში ნათესავებიც აიყოლიეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
0