0
საოცარი ისტორია წავიკითხე მეგრელ ქალებზე, ნამდვილად დასაფასებლები არიან!?? დააფასეთ მეგრელი ქალები !!!... მოუსმინეთ პაგანინის , , კაპრიჩიოს, , და ამაში თვითონ დარწმუნდებით. შავი ზღვისპირეთის პატარა დაბა ანაკლიიდან მეგრელი ქალები იტალიაში სავაჭროდ ჩასულან. საქონლის სიძვირით აღშფოთებულები ერთმანეთს რაღაცას ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ. როცა შორიახლოს შავ ფრაკში გამოწყობილმა ახალგაზრდამ ჩაიარა, ერთ-ერთმა ქალმა გამვლელი ვერ შენიშნა და დაეჯახა. ახალგაზრდას ხელიდან ნოტების რვეული და ფურცლები გაუცვივდა და პირდაპირ ტალახიან გუბეში ჩაცვივდა. როგორ არ გრცხვენიათ, თქვენ ჩემი ერთი წლის შრომა დაასამარეთ, – მიმართა ახალგაზრდამ ქალს, რამაც თავმოყვარე ჩვენებურების გაბრაზება გამოიწვია. დაიწყო ერთი ვაი-უშველებელი, გენუის პორტში რამდენიმე ანაკლიელი ქალი მეგრულად ლანძღავდა გაოცებულ და შემკრთალ ახალგაზრდა მამაკაცს. (დამეთანხმებით, საინტერესო საცქერი იქნებოდა). იტალიელს ჩვენებური მანდილოსნების არც ერთი სიტყვა არ გაეგებოდა, თუმცა სიტყვების გაგება არც იყო აუცილებელი, რადგან მათი ისტერიული ხმა და სხაპასხუპით ნათქვამი სიტყვების კორიანტელი ყველაფერზე მეტყველებდნენ. ახალგაზრდამ ვერაფერი გაიგო, მაგრამ სიტყვების ჟღერადობა, გაკაპასებული უცხოელების ინტონაციები და უცნობი ენის მელოდიურობა თავში ისე ჩაებეჭდა, რომ ნოტები და მყვირალა ქალები მიატოვა, სახლისკენ გაიქცა და მათივე მიხედვით უმალვე მუსიკალური ნაწარმოების დაწერას შეუდგა, იმ მუსიკალური ნაწარმოებისა, რომლის სახელწოდება გახლავთ -კაპრიჩიო
#24
ლა- მინორში- (კაპრიზი), იმ ნაწარმოებისა, რომელმაც მსოფლიოში სამუდამოდ უკვდავყო მისი სახელი. ასე დაიდეს წვლილი ჩვენებურმა მეგრელმა მანდილოსნებმა პაგანინის მუსიკალური შედევრის შექმნაში.
#goodplaces
0