სიტყვის ძალა

0
დაფიქრებულხართ ოდესმე რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს თქვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვას? ხშირ შემთხვევაში არ ვუფიქრდებით ხოლმე რა სიკეთე ან ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ჩვენმა სიტყვებმა, ძლიერ, პოზიტიურ და ლამაზ სიტყვებს, რომელიც გულწრფელად არის ნათქვამი, ნამდვილად შეუძლიათ ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა, ასევე დიდი ძალა აქვს უარყოფით სიტყვებს, რომლებმაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სხვას.

აღიარების ძალა

ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს სხვაში ვხედავთ ხოლმე, ვაკრიტიკებთ გარშემომყოფების ქცევას, განვსჯით მათ ქმედებებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი- საკუთარ თავში ჩახედვაა, აღიარება იმისა, რომ შესაძლოა შენ იყო მიზეზი, შენ აკეთებდე რაიმეს არასწორად... პირველი ნაბიჯი საკუთარ თავთან აღიარებაა , ჭიდილი, თუმცა თუ ამაზე ფიქრობ უკვე პროგრესია... სანამ სხვაზე დავიწყებთ საუბარს, უმჯობესია პირველ რიგში თავი განვსაჯოთ, დავფიქრდეთ ჩვენს სიტყვებსა თუ ქმედებებს რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს.

ბუმერანგი

ცხოვრება ბუმერანგია, რასაც გავცემთ იგივე გვიბრუნდება, ასე რომ გავცეთ მეტი პოზიტივი, მეტი დადებითი ენერგია და ის აუცილებლად დაგვიბრუნდება ❤️ #news
#opinion
#literature
#goodvibes
Tbilisi
0