0
თბილისი “ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020”-ის მესამე ადგილოსანია…. სასტუმრო „რედისონში“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად, 2020 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. კალაძემ პრეზენტაცია დაიწყო სასიხარულო ინფორმაციით და აღნიშნა, რომ „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში თბილისი მესამე ადგილზე გავიდა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა პლატფორმის გამოყენება დედაქალაქის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის. თბილისის მერმა განაცხადა, რომ 2020 წელს დედაქალაქის მერიას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს დაგეგმილი და ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ მათმა განხორციელებამ დედაქალაქის მოსახლეობას დისკომფორტი არ შეუქმნას.
#თბილისი
#თბილისისმერია
#პროექტები
#სიახლეები
#news
0