ბათუმში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

0
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 51 წლის მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდა სატვირთო ავტომობილის მძღოლთან. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და გადაყვანილია საავადმყოფოში. ნონა ეფაძის განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების ძიება. 17 პირი, მათ შორის ინფიცირებულის ოჯახის წევრები, უკვე გადაიყვანეს კარანტინში. აღებულია ტესტი კორონავირუსზე, რომლის პასუხებიც დღის ბოლოს იქნება ცნობილი. მამაკაცი აჭარის მკვიდრია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მოხდა საცხოვრებელი ადგილის დეზინფექციაც. ''ის მოთავსებულია კლინიკაში და მიმდინარეობს დამატებით ეპიდკვლევა. გამოვლენილია კონტაქტირებული პირები და გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში. მათ შორის ახლო და შესაძლო რისკის მქონე პირებიც კი. მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით მოხდა გამოვლენა. აჭარის კოვიდმიმღებ კლინიკაში მოთავსებული 16 პირიდან ოთხი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, დანარჩენი კი არის იმპორტირებული შემთხვევა. სატვირთო ავტომობილის მძღოლებზე მუშაობს რეგულაციაა. ყველა მძღოლს უტარდება საზღვარზე ტესტირება, თუ დადებითია გადაჰყავთ კლინიკაში. თუ ისინი არ ტოვებენ ქვეყანას 72 საათის განმავლობაში აქვთ ვალდებულება მიაკითხონ კლინიკას და იტარებენ სავალდებულო სწრაფ ტესტირებას. სავარაუდოდ ამ პერიოდში ჰქონდა შეხება. ეს იყო ახლობელი, რომელთანაც ჰქონდა კონტაქტი'' - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ. დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 16 პაციენტს მკურნალობენ, მათგანს ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#კორონავირუსი
#batumidaily
წყარო - adjratv.ge
#ახალიამბები
0