საპროტესტო აქციები ბელარუსში - დადგა თუ არა ”ევროპის ბოლო დიქტატორის“ დასასრული?

0
ბელარუსში ბოლო კვირის განმავლობაში მოვლენები გასაოცრად ვითარდება. ოპოზიციის პროტესტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ყველაზე მასშტაბურ გამოსვლებში გადაიზარდა. "ვაგნერის" 33 მებრძოლის დაკავების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყო. "ვაგნერი" მებრძოლების რუსული კერძო კომპანიაა. ბელარუსის მთავრობამ მათ ტერორუსტული აქტის მოწყობის მცდელობაში დასდო ბრალი. მათი თქმით, რუსი დაქირავებული მებრძოლების მიზანი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო. ალექსანდრ ლუკაშენკო თანამდებობაზე 25 წელია იმყოფება. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია, რომ იგი კვლავ ბელარუსის ლიდერად დარჩეს. მიიუხედავად ამისა აღსანიშნავია, რომ ამჟამად მის კარიერაში ყველაზე რთული მომენტი დგას. იგი უნდა გაუმკვლავდეს ძლიერ ოპოზიციას, მწვავე უთანხმოებებს რუსეთთან და ასევე დასავლეთთან, რომელიც მას ადამიანთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ლუკაშენკოს სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. ასეთ სიტუაციაში კი მან შეიარაღებული ძალების ბაზები მოინახულა და გასცა ბრძანება, რომ ოპოზიციის პროტესტი აღარ უნდა გაგრძელდეს. საპროტესტო აქციების გაგრძელება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაცვლელად, გარდაუვალია. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ახალი ოპოზიციონერი ლიდერია, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურა წამოაყენა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ქმარი, სერგეი ტიხანოვსკი, ცნობილი ბლოგერი და ასევე საპრეზიდენტო კანდიდატი, დააპატიმრეს. იგი რუს მებრძოლებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. სვეტლანა ტიხანოვსკაია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური ძალის საპროტესტო აქციები უპრეცედენტო რიცხვებით იზრდება. 19 ივლისს მინსკში 10, 000 ადამიანი შეიკრიბა, 11 დღის შემდგომ კი აქ 63, 000 მოქალაქე შეუერთდა პროტესტს. ეს ბელარუსში ყველაზე მრავალრიცხოვანი აქციაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნების შემდეგ ლუკაშენკო პატიმრებს გაათავისუფლებს. ახლა კი მათ საკუთარი მიზნებისათვის იყენებს. ეს მიზნები კი იმას ემსახაურება, რომ საზოგადოებას დაანახოს რამხელა საფრთხე მოდის მოსკოვიდან და ამგვარად მათი ყურადღება ამ საკითხზე გადაიტანოს. წყარო: The Guardian სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #Belarus #ბელარუსი
0