ირანის ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ყოველ შვიდ წუთში ერთი ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის სამინისტრომ 215 ახალი გარდაცვალების შემთხვევა დაადასტურა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ირანში სოციალური დისტანციის ნორმებს შესაბამისად არ იცავენ.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ირანში ახალ კორონავირუსს 17, 405 ადამიანი ემსხვერპლა და ამასთან, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 312, 035-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს კადრებს ქვეყნის ერთ-ერთი გადატვირთული ქუჩიდან, სადაც მოქალაქეები პირბადეებისა და სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე გადაადგილდებიან.
ზოიერთ ექსპერტს ეჭვი შეაქვს ირანის მიერ გავრცელებული მონაცემების სიზუსტეში. შესაძლოა, რომ შემთხვევათა რაოდენობა მონაცემებს რეალურად 2-ჯერ აღემატებოდეს. მთავრობა გავრცელებულ ეჭვებს უარყოფს და აცხადებს, რომ არანაირი მონაცემთა დაფარვის მცდელობა არ არსებობს.
კოვიდ-19-ის ხელახლა გავრცელება ქვეყანაში აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო, როდესაც შეზღუდვები შემსუბუქდა. თუმცა გასული თვიდან კვლავ სავალდებულო გახდა პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრისა და გადატვირთულ ადგილებში.
#headline #coronavirus #Iran #კორონავირუსი #ირანი