0
ეს რომ არ გამეზიარებია, რა გული მომითმენდა?? 8 თბერვალს ფრანგი მწერლის, მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ჟიულ ვერნის დაბადებიდან 192 წელი გავიდა. ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვიცოდი, რომ ჟიულ ვერნის გმირებს საქართველოშიც უმოგზაურიათ“ . ა, ბატონო: ჟიულ ვერნი “ჯიუტი კერაბანი” 1887 წელი (ნაწყვეტი) მათრახის ტლაშუნითა და ცხენის ხვიხვინით კარეტა ადგილიდან დაიძრა. ერთი საათის შემდეგ უკან დარჩა გურიის საზღვარი, რომელიც სამეგრელოს 1801 წელს შეუერთდა. მისი მთავარი ქალაქია ფოთი, საკმაოდ ცნობილი შავიზღვისპირა ნავსადგური, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისს რკინიგზით უკავშირდება. ვან მიტენი ყველაფერს უბის წიგნაკში იწერდა. რასაკვირველია, ჰოლანდიელისათვის უძველესი კოლხეთი საინტერესო იყო, მაგრამ მისთვის უფრო გასაოცარი იქნება, როცა იგი მდინარე რიონის ნაპირზე აღმოჩნდება, რომელიც ანტიკურ ფაზისს წარმოადგენს, ხოლო თუ ზოგიერთ განთქმულ გეოგრაფს თუ დავუჯერებთ, რიონი სამოთხის ერთ-ერთი მდინარეა! რამდენიმე დღის შემდეგ ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზის წინ აღმოვჩნდით, საქარასთან. იქ ლიანდაგებზე გადასასვლელით უნდა გვესარგებლა, რომ ფოთამდე მიგვეღწია, რიონის მარცხენა ნაპირით”.
#goodplaces
0