0
პაემანი ტფილისთან ანი ანდრონიკაშვილი ჩვენი დიდი წინაპრები საოცარი ენამახვილობით გამოირჩეოდნენ და დღეს უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით მოვინდომე შემეკრიბა აქა-იქ გაგონილი ... აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს ინსტიტუტის დირექტორობიდან. ბ-ნი ივანე გულის გადასაყოლებლად შალვა ნუცუბიძეს სოფელ გლდანში ეწვია , რომელმაც სტუმარი ასე დაამშვიდა: - ნუ გაგიკვირდებათ , ბატონო ივანე, მსოფლიოში კვანტური ფიზიკა ვითარდება , საქართველოში კი ფიზიკური კვანტიო ! ))) თსუ-ს რექტორი, ნიკო კეცხოველი, როდესაც სტუდენტები ილიას სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად საგურამოში მიჰყავდა, წიწამურის ობელისკთან აუცილებლად ჩერდებოდა და სტუდენტებს ეუბნებოდა: „ეს ის ადგილია, სადაც ვერ მოკლეს ილია!“ !!! თურმე მწერალთა კავშირში ბუღალტრად ვინმე აკაკი მუშაობდა, მოანგარიშედ კი ილია. ჰოოდა, გაულექსიათ: „დარბაზი გატრუნვილია, ისმის ჩოთქების რაკრაკი, სხედან აკაკი, ილია, - ვით ილია და აკაკი!“ „დიდი მოურავის“ ავტორი, სიმონ ქვარიანი საზღვარგარეთ იყო. როცა ჩამოვიდა, მწერალთა წრეში განაცხადა, ჩვენი ენიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი ასოები, რომლებიც უცხოურში არ იხმარება, მაგალითად, ძ, ჭ, ჯ და სხვებიო. აკაკი წამოდგა და თავისი აზრის გამოთქმა ასე დაიწყო: „ვირფასო სიმონ!..“ ))))) 90 წელს გადაცილებულ აკაკი შანიძესთან ალექსანდრე ბარამიძე მივიდა, დაბადების დღე მიულოცა და 100 წლის სიცოცხლე უსურვა. აკაკი შანიძე მოიღუშა და როცა სტუმარი კარებთან მიაცილა, უთხრა: „ალექსანდრე! ას წელიწადს ჩემითაც ვიცოცხლებ, შენ ცოტა მეტი გეთქვაო!“ - მართლაც, აკაკი შანიძემ 100 წელიწადს იცოცხლა. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის სხდომაზე შალვა ნუცუბიძე ამტკიცებს, რომ სტრიქონი: „ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისად ამისა“ რუსთველისეული არ არის, გადამწერის ნახელავია და ამბობს - რუსთველს როგორ შევედრებიო. კორნელი კეკელიძე დაინტერესდა: „რუსთველისად“-ში „სად“ რას ნიშნავსო. შალვა ნუცუბიძემ მიიხედ-მოიხედა, სადმე ქალი ხომ არ არისო და უპასუხა: „არ იცი, კაცო, კორნელი?- სად ერეკლე და სად...“ :))))))))) შალვა ნუცუბიძეს ერთხელ შეკამათება მოუხდა პრორექტორთან, რომელიც გვარად გვერდწითელი იყო. როცა მოთმენა აუტანელი გახდა, შალვა ნუცუბიძემ ხმამაღლა წამოიძახა: მთლად წითელმა ვერაფერი დამაკლო და გვერდწითელმა რა უნდა მიქნასო...:) შალვა ნუცუბიძეს ლექციაზე აგვიანდება. ვესტიბულში რექტორი, ნიკო კეცხოველი შეხვდა და მიაძახა: „შალვა, როდის იწყება ლექცია?“ შალვამ მხარუკუღმა უპასუხა: „როცა ლექტორი აუდიტორიაში შევა!“ო :) შალვა ნუცუბიძე ფულის მოყვარული კაცი იყო და ერთხელაც, ფონეტიკოსმა გიორგი ახვლედიანმა ჰკითხა: „შალვა, როგორ არის შენი ფულესოფია?“, რაზეც შალვა ნუცუბიძემ უპასუხა: „შენს ფუნეტიკაზე უკეთ!“ო :))))) ნიკო მუსხელიშვილს ამბავი მიუტანეს, ფიზიკის ინსტიტუტში თანამშრომლებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს თავი დაარტყაო. მუსხელიშვილმა ჩაილაპარაკა: „ბოლოს და ბოლოს, დაიწყეს ფიზიკის ინსტიტუტში თავით მუშაობა!" ო :)))))))))) ეს კი ჩემი უსაყვარლესია - შალვა ნუცუბიძეს ერთმა პოეტმა ჰკითხა, როგორ ბრძანდებითო. – მეხივით ვარ, მეხივით! – ჩაიცინა ბატონმა შალვამ – გამოიწით, თავში არ დაგვეცეს, – იხუმრა ვიღაცამ – ნუ გეშინიათ, მეხი ცარიელ ადგილს არ ეცემა, – დინჯად უპასუხა ბატონმა შალვამ :) სოფელ გლდანში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი სტუმრად არაჩვეულებრივ ქალბატონთან, შალვა ნუცუბიძის მეუღლესთან, დეიდა ქეთოსთან !
#goodplaces
0