23 იანვარი

14
მთვარის მესამე ფაზა🌒🌒🌚

23 იანვრის ჰოროსკოპი

23 იანვარს დაბადებულები სიმტკიცითა და შეუპოვრობით გამოირჩევიან. მათი სული ამბიციურობითაა სავსე, არიან ანგარიშიანი და ხანდახან ცბიერიც. მზად არიან, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალება გამოიყენონ ისე, რომ არც დაფიქრდნენ. ცივი გონება და ინტუიცია ყოველთვის მათი გეგმების სადარაჯოზეა, მათი მოტყუების მცდელობაც არ ღირს, რადგან ადამიანურ ბუნებას ძალიან კარგად იცნობენ. გასაკვირი არაა, რომ წინ მიზანსწრაფვით მიიწევენ და მოწინააღმდეგეებს გზიდან იშორებენ. ძლიერი ხასიათის გამო ბევრი მტერი ჰყავთ, რომლებიც ჩასაფრებული არიან და მცირე შეცდომისთვისაც ძვირად აზღვევინებენ. მათი ოჯახური ცხოვრება, როგორც წესი, არ ეწყობა ხოლმე, ამის კომპენსაცია ფინანსური გამარჯვებებით ხდება.
23 იანვარს დაბადებულები თავისი ორიგინალობითა და უჩვეულობით გარშემომყოფთა შორის თეთრი ყვავებივით ჩანან. გარეგნულადაც კი სხვაგვარი არიან – მანერები, სტილი, საუბარი, სახის ნაკვთები, გამომეტყველება, მოძრაობა – თითქოს ყველაფერი სხვანაირი აქვთ. უდავოა, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო დიდია. მაგრამ ამ დღეს დაბადებულებს ის თითქოს სახეზე აწერიათ და ამის დამალვას არც ცდილობენ. ისინი ადამიანებზე ნამდვილად წარუშლელ პირველ შთაბეჭდილებას ახდენენ. მტკიცედ იცავენ ეთიკურ ნორმებს – ეს მათი საყვარელი თემაა ცხოვრებაში და ისეთი სიტყვები, როგორიცაა ეთიკა, მორალი, პატიოსნება, პასუხისმგებლობა – მათი ცხოვრების ნაწილი.
ამ დღეს დაბადებულებს საკუთარი ინდივიდუალობის წყალობით ნებისმიერი სამსახიობო გრიმის გარეშეც შეუძლიათ აიტანონ ყველაზე სერიოზული ქარიშხალიც კი. გარშემო მყოფ ადამიანებთან დაახლოება შეუძლია სხვადასხვა ინტერესებს – მათემატიკის, ტექნიკის, მეცნიერების სფეროებში.
23 იანვარს დაიბადნენ:
სტენდალი ფრანგი მწერალი
“ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა” 
ედუარდ მანე ფრანგი მხატვარი
მანე იძულებული იყო მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ებრძოლა, რათა დაემტკიცებინა თავისი ქმნილებების მხატვრული მნიშვნელობა. 
ედუარდ მანე გარდაიცვალა 1883 წლის 30 აპრილს. მის დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო. „მანე უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონაო“, თქვა დეგამ. 
ჯონ ბრაუნინგი ამერიკელი ცეცხლსასროლი  იარაღების დიზაინერი 
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
წმ. გრიგოლ ნოსელი
"მართლაც, დღესასწაულის დღეს, როგორც ამბობს ბრძენი სოლომონი, ხამს ბოროტებათა დავიწყება (ზირ. 11, 25), ან კი რა უნდა იყოს ჩვენთვის ამ დღესასწაულზე უფრო კეთილნიშნოვანი, რომლის დროსაც სიმართლის მზე ფანტავს ეშმაკის უკეთურ ბნელცოფიანობას და თვით ჩვენეული ბუნების მიერ ეშუქება ბუნებას; რომლის დროსაც დაცემული აღიმართება, ბრძოლაში მყოფი დაწყნარებაში შეიყვანება, მემკვიდრეობადაკარგული უკუმიიყვანება, ცხოვრებისგან გამოვარდნილი ცხოვრებისკენ უკუმიიქცევა, ტყვეობისადმი დამონებული სასუფევლის ღირსებას უბრუნდება, სიკვდილის ბორკილებით შეკრული ცოცხალთა ქვეყნისკენ უკუზეარბის გათავისუფლებული!" 
თეოფანე დაყუდებული
სჯულის მოძღვარი ვინმე მივიდა უფალთან და ჰკითხა: როგორ დავიმკვიდრო მარადიული სიცოცხლე? სჯულის მცოდნეს, ე.ი. იმ ადამიანს, რომელიც სწავლობდა და ემყარებოდა ღვთისაგან მოცემულ კანონს, თავადაც უნდა სცოდნოდა ამის შესახებ; ამიტომაც ჰკითხა მას უფალმა: როგორ სწერია ამის შესახებ კანონში, წაიკითხეო. მანაც წაიკითხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელითა გულითა შენითა და მთელითა სულითა შენითა და მთელითა ძალითა შენითა და მთელითა გონებითა შენითა“. მაშინ უფალმა უთხრა მას: „სწორად მიპასუხე, ჰქმენი ასე და გექნება სიცოცხლე“, და ამით დაუმოწმა ანუ დაუდასტურა მისი პასუხი, რომ სხვა გზა მარადიული სიცოცხლისა და ხსნისაკენ არ არის და არც შეიძლება იყოს. გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი - მორჩა და გათავდა!

დღის საკითხავი :

“იასამნის ბუჩქი ორქიდეაზე უფრო ძვირფასია. ბაბუაწვერა და ეშმაკის ბალახიც ძვირფასია! რატომ? იმიტომ, რომ ძირს დაგაჩოქებს, სულ ცოტა ხნით ჩამოგაშორებს ქალაქსა და ხალხს, ოფლს გამოგადენს და შენი ცხვირის არსებობას შეგახსენებს. და როცა ასე მარტო რჩები საკუთარ თავთან, ცოტა ხნით კვლავაც საკუთარ თავად იქცევი; ეჩვევი ფიქრსა და განმარტოებას. მებაღეობა ხომ ყველაზე მარჯვედ ამართლებს ფილოსოფოსობას, ვერავინ გამჩნევს, ვერავინ გსაყვედურობს, არადა, იორდასალამების კვალში მუხლმოყრილი პლატონი ხარ, კონიოს კვლებზე მზრუნველი სოკრატე. კაცი, რომელიც თავისი ბაღის ბილიკზე ნაკელით სავსე ტომარას მიარწევს, მხრებზე სამყაროს ტვირთაკიდებულ ატლასს ემსგავსება.”

რეი ბრედბერი

ბაბუაწვერას ღვინო
ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ💖💖💖
14