582 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago

ავჭალაში მძიმე ტექნიკამ საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ავჭალაში ერთ ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობდა მძიმე ტექნიკამ დაანგრია. სახლი სავარაუდოდ უკანონოდ იყო აშენებული.

მუნიციპალური ინსპექციის გამოჩენას ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ხალხმა ტრაქტორებს გზა გადაუკეტეს, სახლის მეპატრონე კი შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია. მაცხოვრებელთა განცხადებით ისინი მერიას სხვა სახლების დანგრევის საშუალებას არ მისცემენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

თბილისის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

#თბილისი #თბილისისმერია #ავჭალა #უკანონო #მშენებლობა #მოსახლეობა #tbilisidaily #news
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago
14
Write a comment
Similar Posts