მეგობრის კედლიდან მოგიტანეთ
☺️
Tedo Isakadze
7 თებერვალი, 23:01-ზე
-----
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ნამდვილი ამბავია:
სსრკ-ს დაისის პერიოდში, თბილისს ესტუმრა ბილი ჯოელი და სასტუმრო „თბილისში“ დაბინავდა.
ამ დროს სასტუმროს დირექტორი იყო კომუნიკაბელურობით და სტუმართმოყვარეობით გამორჩეული მაგარი კაცი გვარად მგალობლშვილი, რომელიც საპატიო სტუმარს სუფრის მეშვეობით (ჯოელსაც უყვარდა ქეიფი) დაუმეგობრდა.
ეს მეგობრობა ცნობილი მუსიკოსის თბილისიდან გამგზავრების შემდგომაც გაგრძელდა, მოკითხვები, საჩუქრები, მიპატიჟ-მოპატიჟება.
გავიდა ხანი და სასტუმრო „თბილისის“ დირექტორმა ცოლად კანადელი მეუღლე მოიყვანა და კანადაში გადაცხოვრდა.
ახალი დაქორწინებულები არიან და მეუღლეს სხვა ქალაქში მოუწია წასვლა.
დამთხვევა იყო თუ განგება, მგალობლიშვილს სწორედ ამ დროს დაურეკა ბილი ჯოილმა და ქართველმაც სახლში დაპატიჟა ქართული წესით საქეიფოდ.
სხედან სამზარეულოში, ასკდებიან ერთმანეთს კანადური არყით და... ბილთან რეკავს რინგო სტარი - სადა ხარო. ბილმაც - ჩემს ქართველ მეგობართან ვარ სახლში და შენც გეპატიჟებითო.
რინგომაც არც აცია, არც აცხელა და მივიდა.
ისე დათვრნენ, ჭურჭელი შემოელეწათ, მაცივრის კარი მოამტვრიეს ჯაჯგურით (რინგოს ტუალეტი ეგონა) ბილი ჯოილმა კი მგალობლიშვილის მეუღლის წინაპრების დატოვებული ძველისძველი სარკე მიამსხვრია.
დილისკენ სტუმრები წავიდნენ.
დილით ბრუნდება დიასახლისი, ამ სურათის შემხედვარეს გულზე შემოეყარა და დივანზე მიგდებულ, გატრეტილ ქმარს დაეჯაჯგურა- სახლში ვინ მოათრიე?!! შენი ველური თანამემამულეები გყავდა ხომ?!!
მგალობლიშვილმა ცალი თვალით გაახილა და ეუბნება:
-ეხლა რომ გითხრა ბილი ჯოელი და რინგო სტარი იყვნენთქო, დამიჯერებ?
P. S. „ამ საქმესა მემოწმების დიონისი, (უჯრა) ბრძენი ეზროს (თემო კოპალიანი)“
#goodplaces