5 votes
0 comments
0 shares
Save
27 views
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago

ორი ლეგენდა💖💖

#goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago
Similar Posts
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 2 months ago
გურულების იუმორი არა, მაგრამ ლეგენდას გურიაზე კი გაგიზიარებთ👍 "ნორვეგიაში არსებობს ლეგენდა ვიკინგებზე, რომლებმაც გურიაში იმოგზაურეს. უკან დაბრუნებისას, მათ განაცხადეს, რომ სამოთხეში იყვნენ. საქმე ისაა, რომ ვიკინგებს სამოთხე წარმოედგინათ ადგილად, სადაც არის ლხინი, ქეიფი, ლამაზი ქალები და კაცები, რომლებიც მომაჯადოებლად მღერიან და ცეკვავენ. ირგვლივ კი საოცარი ბუნება ატყვევებს მნახველს. ლეგენდის თანახმად გურიაში ვიკინგებს ჩვეულებისამებრ უმასპინძლეს გურულებმა, სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა, საოცარი სიმღერები ცამდე ისმოდა და ირგვლივ სულ ლამაზი ხალხი დადიოდაო. ამიტომაც, ვიკინგები სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა და პირდაპირ დედამიწისეულ სამოთხეში ამოჰყვეს თავი." ნორვეგიაში მცხოვრები ორი გურული ძმა -"გავიკინგებული" დუმბაძეები #goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 2 months ago
სუმელას ლეგენდა - ქართული მონასტერი, სადაც სანთლის ანთება წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შეიძლება 😍😍😍 ----------------------------------------------------------------- სუმელას უნიკალური ქართული მონასტერი ლაზეთში, 1200 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და 386 წელს დაარსდა. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, რადგან ვიწრო გზებია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს გადაადგილებას. რაც შეეხება ზამთარს, იქ მისვლა წარმოუდგენელია. ბერები მონასტერში მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, თუმცა კლდეში ნაკვეთი ქალაქი როგორც ზევით დავწერეთ, თავის ისტორიას მე-4 საუკუნიდან ითვლის. მას ხშირად ვარძიასაც ადარებენ და არსებობს ვერსია, რომ "სუმელა" ლაზურად სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება. სწორედ მაშინ მოღვაწეობდა ყველაზე მეტი ქართველი ბერი ტაძარში. მოგვიანებით როდესაც თურქეთში მართმადიდებლური სარწმუნოების შეზღუდვა დაიწყო, ამან ტაძარზეც იქონია გავლენა და მსახურება შეჩერდა. ბერების საცხოვრებელი მე-19 საუკუნეში აიგო. მე-20 საუკუნეში კი სამონასტრო ცხოვრება შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წელია 15 აგვისტოს, ბერძნული კალენდრით მარიამობას, უამრავი მომლოცველი სტუმრობს ტაძარს და წირვა-ლოცვა აღევლინება. სხვა დღეებში კი ტაძარში სანთლის ანთებაც კი აკრძალულია. მხოლოდ მონასტერთან შემორჩენილ ბაზილიკაზე შეუძლიათ მომლოცველებს სანთლის ანთება. #goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 4 months ago
#ლეთარგიული ძილი - ანუ საღათას ძილი არის ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანს სძინავს ისე, რომ გარემო ფაქტორები არ მოქმედებენ მასზე. ძნელია ამ მდგომარეობის სიკვდილისგან გამიჯვნა. ლეთარგიული ძილი, შესაძლოა გაგრძელდეს როგროც გარკვეული საათების განმავლობაში, ასევე რამდენიმე დღეც. მისი გამომწვევი მიზეზი დაზუსტებული არ არის, თუმცა ძლიერ გაბრაზებას, აღშფოთბას, ისტერიას მოყვება ხოლმე. ადამიანი ეთიშება ამ სამყაროს და სიზმრის ილუზიაში გადადის... ლეთარგიული ძილის მსუბუქ ფორმებში, ადამიანს გული ჩვეულებრივი სიხშირით უცემს, სუნთქვა - სტაბილურია, თუმცა, ძალიან რთულია ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გამოღვიძება. როდესაც საქმე ლეთარგიული ძილის რთულ ფორმებთან გვაქვს, რთულია, განასხვაო სიკვდილისაგან. გულისცემა წუთში 2-3ჯერ ხდება, კანი თეთრდება და სხეული იყინება. სუნთქვა არ იგრძნობა. #ცოცხლად დამარხული 1772 წელს გერმანიის ჰერცოგმა მეკლენბურგმა განაცხადა, რომ ადამიანების დაკრძალვა მოხდებოდა სიკვდილიდან 3 დღის შემდეგ. რადგან ყველას ეშინოდა ცოცხლად დამარხვის. ეს ყოველივე გავრცელდა მთელი ევროპის მაშტაბით. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში „უსაფრთხო კუბოების“ გაკეთება დაიწყეს, რათა შემთხვევით ცოცხლად დამარხულ ადამიანს გადარჩენა და სიგნალის მიცემა შეძლებოდა. ყველაზე მარტივი კონსტრუქცია იყო „ყუთი“ მილით. რამდენიმე დღის შემდგომ, მესაფლავე მოინახულებდა საფლავს. თუ სპეციფიურ სუნს ვერ იგრძნობდა, ევალებოდა საფლავის გახსნა და „მიცვალებულის“ შემოწმება, რათა დაედგინა - ამდვილად იყო თუ არა მკვდარი. ზოგჯერ, მილთან მიბმული იყო ხოლმე ზარიც. ასე უფრო მარტივად მოხდებოდა სიგნალის მიცემა. არსებობდა უფრო რთლი კონსტრუქციებიც, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა წყლისა და საკვების მიწოდება. მე-19 საუკუნის დასაწყისში, ადოლფ გუტსმონიმ აჩვენა თავისი გამოგონება. იგი ცოცხლად დამარხეს სპეციალურ კუბოში, თუმცა მან მოახერხა რამდენიმე საათი გაეტარებინა იქ და „ესადილა“ კიდეც... სამწუხაროდ, იყო შემთხვევებიც, როდესაც ექიმებს ლეთარგიული ძილი სიკვდილში არევიათ. სამედიცინო შეცდომის მსხვერპლი გახლდათ შუა საუკუნეების პოეტი პეტრარკი. ის მძიმე მდგომარეობაში იყო და, როდესაც მიეცა ღრმა თვლემას, ექიმებს გარდაცვლილი ეგონათ. საბედნიეროდ, შუაგულ დაკრძალვაზე გაიღვიძა. ამ ყოველივეს შემდგომ კი, 30 წელი კიდევ იცოცხლა. არსებობს სხვა სახის შემთხვევებიც. მაგალითად, ცნობილი რუსი ბიოლოგი ივან პავლოვი მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ფერმერს, რომელსაც 22 წლის განმავლობაში ეძინა. სწორედ ორი ათეული წლის შემდგომ, მან გამოღვიძება მოახერხა და თქვა, რომ ძილის დროს ესმოდა ექთნების საუბარი და მის გარშემო მომხდარს აღიქვამდა. გამოღვიძებიდან ერთ კვირაში, ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა. 1910-1930 წლებში, ევროპაში ეპიდემიასავით დაიწყო ლეთარგია. ხალხში გაჩნდა ცოცხლად დამარხვის შიში, რასაც ტაფოფობია უწოდეს. საბოლოოდ, მაინც რამდენიმე ვერსია არსებობს. ლეთარგიული ძილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს: სტრესი, ასევე ვირუსი, რომელთანაც ორგანიზმს არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. კიდევ, ლეთარგიული ძილი იმ ადამიანებს ემართებოდათ, ვინც ხშირად ავადდებოდა ანგინით. ამან კი მეცნიერები კიდევ ერთ ვერსიამდე მიიყვანა - ლეთარგიული ძილი არის სტაფილოკოკი, რომელმაც განიცადა მუტაცია და დააზიანა ტვინის ქსოვილი. თუმცა ეს ვერსიები ამ დრომდე მხოლოდ ვერსიებად რჩება და, გაურკვეველია, რომელი მათგანია სწორი, ამის დასადგენად კი მეცნიერებს კიდევ ბევრის შესწავლა და კვლევა მოუწევთ. ეზოთერული თვალსაზრისით კი, ცნობიერება ძალიან საინტერესო გამოცდილებასა და თავგადასავლებს გადის ლეთარგიული ძილის პერიოდში... #goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 2 months ago
❤️❤️👏 საგრიმიოროში დავადექი თავზე- იხსენებდა რეზო ჩხეიძე გრიმს უკეთებდნენ და ეტყობა არ მოსწონდა რაღაც.. მე არც მომაქცია სალამზე ყურადღება არც მაშინ გამომხედა, რომ ვუთხარი, ბატონო სერგო, სცენარი მოგიტანეთო. და.. ავდექი მეც და უნებართვოდ, იქვე დავიწყე ამბავის მოყოლა. მხოლოდ მაშინ ასწია თავი ზაქარიაძემ, როცა იმ ადგილამდე მივედი, ჰოსპიტალში რომ არ დახვდა მახარაშვილს შვილი. მხოლოდ აქ ამომხედა დაინტერესებულმა. და მერე რა ჰქნა შენმა მახარაშვილმა? მკითხა. და გავაგრძელე მეც.. თუ როგორ მოხვდა კახელი გლეხი ომის წინა ხაზზე, როგორ დაატოვებინა თავი გენერალს ნაწილში, როგორ ომობდა და როგორ დაეძებდა მთელ ფრონტზე შვილს, დღეები, თვეები, წლები და როგორ იპოვა ბერლინში, ნანგრევებში, როგორ იცნო ხმაზე, სიმღერაზე.. მერე? მერე რა მოხდა?.. აქ სერგო უკვე ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა, გავაგრძელე მეც და როცა მივედი იმ ადგილამდე, სადაც მამა უკვე ხელში ჩამკვდარ შვილს ეუბნება.. დედაშენს რა ვუთხრა, ბიჭოო? .. პატარა ბავშვივით აუთამაშდა სახე ზაქარიაძეს. ცრემლები მოაწვა და ატირდა.. ზაქარიაძე ტიროდა... ზაქარიაძე... და მივხვდი, რომ არ შევმცდარვარ და რომ მან და მხოლოდ მან უნდა ითამაშოს ეს როლი და ვუთხარი კიდეც სათქმელი და მეო? .. ჩამეკითხა ზაქარიაძე. წუთით გაჩუმდა და რო გაიაზრა კიდევ ერთხელ ყველაფერი გრიმი გვერდით გადადო და კვლავ ტირილი დაიწყო.. ავტირდი მეც.. ამ ცრემლებიდან დაიწყო ყველაფერი.. მის შემდეგ 55 წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში მილიონობით სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ფილმის ნახვისას ზუსტად ისევე იქცევა, როგორც იმ დღეს ეს ორი დიდი ნიჭის, უზარმაზარი ნიჭის მქონე ქართველი. ქართველი, ხო, ქართველი, შენი სისხლი და ხორცი,, #goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 4 months ago
იგავი ორ ტყუპზე ორი ტყუპი ჩაისახა დედის საშოში. დაინახეს ერთმანეთი და გაუხარდათ: "რა კარგია, რომ ჩავისახეთ! რა მშვენიერია სიცოცხლე!" ერთად ეცნობოდნენ ტყუპები სამყაროს. როდესაც ჭიპლარი აღმოაჩინეს, მათ იღაღადეს: _ რაოდენ დიდია დედაჩვენის სიყვარული, რა მშვენიერია, რომ ის თავის სიცოცხლეს გვიზიარებს! გადიოდა დრო და ტყუპებმა შეამჩნიეს, რომ თანდათან იცვლებიან. _ რას უნდა ნიშნავდეს ეს? - იკითხა ერთმა ტყუპმა. _ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროში დასასრულს უახლოვდება, - გამოთქვა აზრი მეორემ. _ მე არ მინდა ამ ცხოვრებიდან გასვლა, მე მსურს აქ დავრჩე სამუდამოდ. _ თქვა პირველმა. _ არჩევანი არა გვაქვს, _ უპასუხა მეორემ, _ მაგრამ იქნებ კიდევ არსებობს დაბადების შემდეგ სიცოცხლე! _ როგორ შეიძლევბა სიცოცხლე დაბადების შემდეგ?! როდესაც ჩვენ ჭიპლარს გავგლეჯთ _ სიცოცხლეც შეწყდება! გარდა ამისა, ჯერ არავინ დაბრუნებულა უკან მუცელში, და არავის უთქვამს, რომ არსებობს სიცოცხლე დაბადების შემდეგ! ეს დასასრულია! ერთ-ერთი ტყუპისცალი სასოწარკვეთილებაში ჩავადა: _ თუ ჩასახვის დასასრული დაბადებაა, აქვს კი საერთოდ აზრი მუცელში ცხოვრებას? ცხოვრება უაზრობაა! იქნებ, საერთოდ, არანაირი დედა არ არსებობს. _ მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს დედა! _ აღშფოთდა მეორე. _ თუ ის არ არსებობს, მაშ, საიდან მოვხვდით აქ? რა გვაძლევს ჩვენ სიცოცხლეს? _ გინახავს როდესმე ეს დედა? _ ჰკითხა პირველმა. _ იქნებ ის მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. იქნებ, ჩვენ თავად შევქმენით მისი ხატება, რათა უკეთ გვეგრძნო თავი! მუცელში სიცოცხლის უკანასკნელმა დღეებმა განცდებში გაიარა. და აი, დადგა დაბადების დრო. ტყუპები გადავიდნენ სხვა სამყაროში, თვალი აეხილათ და სიხარულისგან ატირდნენ, რადგან იმან, რაც მათ იხილეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... #goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 3 months ago
Lela Tsiklauri
Lela Tsiklauri
Lela Tsiklauri
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 5 months ago
რატომ ჩაასხეს გურულებმა ადუღებული ოქრო ალი ფაშას პირში ეს 1877-78წწ ამბავია. დიდი ძალა გამოიყვანა გურიამ ამ ომში და რუსეთის იმპერიამ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია. ამ გამარჯვებაში არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც არაა საზოგადოებისათვის იმდენად ცნობილი, არადა სწორედ ამ სტრატეგიულმა გეგმამ შესძლო აქ სასწაულების მოხდენა. ეს სასწაულები აქ გრიგოლ გურიელმა ჩაიდინა, გრიგოლს, ყველა დროის საუკეთესო გურულს, ცალკე პოსტად გაგაცნობთ შემდგომში. სანამ ომი დაიწყებოდა, ორი წლით ადრე, მან მიიღო რუსეთის იმპერიისგან დავალება:ემოგზაურა აჭარაში და ქვემო გურიაში, დაერწმუნებინა და გადმოებირებინა გამუსულმანებული აჭარელი და გურული ბეგები, და შეედგინა საბრძოლო მოქმედების გეგმა! გრიგოლი უდიდესი დიპლომატიური ნიჭით იყო დაჯილდოვებული უფლისგან, მას ამ მოგზაურობისას, თითქოს არქეოლოგიური საკითხები აინტერესებდა, თან ახლდნენ „მსახურებად“ რუსეთის ჟანდარმერიის გადაცმული ქართველი ოფიცრები. გრიგოლმა გადმოიბირა აჭარის უგვირგვინო მეფე-შერიფ ბეგ ხიმშიაშვილი და ქვემო გურიის:ბათომისა და ქაბლეთის ბეგები- დედი აღა წილოსანი და ყურშუმ-აღა ჭყონია. გურიამ, მანამდე არგაგონილი, არნახული ძალა 30 000 კაცი გაიყვანა ომში. თურქებსაც ამაზე მეტი ძალის გამოყვანა შეეძლოთ მუსულმანი აჭარლებისა და გურულებისა.და რომ ეს ასე მომხდარიყო მაშინ შესაძლებელია ომი სხვა შედეგითაც დამთავრებულიყო-ქართველებს ხომ ყველაზე მეტად ერთმანეთის ხოცვა გვეხერხება! სწორედ გრიგოლის გენიალურმა გეგმამ შეუშალა თურქებს ხელი, მუსულმანმა საქართველომ არა მარტო უარი თქვა ომზე, არამედ სამასწლოვანი ისტორიის მანძილზე პირველად, მუსულმანმა აჭარელმა ხმალი იშიშვლა მუსულმანი თურქის წინააღმდეგ. ქართველებს მოღალატეები არასდროს გვაკლდა, აქაც გამოჩნდა ერთი-ალიფაშა თავდგირიძე. იგი გურული იყო, ჰასანბეგ თავდგირიძის სახლიკაცი, მან ყირიმის ომში გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის ქობულეთის ფაშობა მიიღო. სიმღერა „ალიფაშა“ ქართული ხალხური(გურული) პოლიფონიური შემოქმედების კლასიკური ნიმუშია. მისი მრავალი ვერსია არსებობს, ამ ვერსიებში ხშირად არეულია ისტორიული ფაქტები, აჭარელი თუ გურული მომღერლები სხვადასხვა ვარიანტში ან უმატებდნენ, ან აკლებდნენ რაღაცას. სიმღერა კი მართლაც უნიკალურია: ის სამივე ხმის კონტრპუნქტული მოძრაობის რთული ტექნიკით სრულდება. ახლა წარმოგიდგენთ ერთ-ერთს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილი ბიძაჩემის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იუზა ევგენიძის აზრით თავდაპირველი ვერსიაა და ასე მღეროდნენ მას გურულები: ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეში, იმან ფულები ეიღო, ჩვენ ჩაგვყარა თათრის ხელში მაგრამ გურულებს არასდროს არავისთვის შეურჩენიათ ღალატი, ერთ დღესაც ღამით მალულად გაბაწრეს ალიფაშა და კაი დღე არც მას დადგომია, ცხელი ოქრო ასხეს პირში, მისი ყვირილი ისმოდა სუფსის გაღმა ბაილეთში. #goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 5 months ago
"ერთხელ ერთ-ერთი რადიოსადგურში სტუმრობისას ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ ასეთი ისტორია მოჰყვა: ”ერთხელ მე და დე სიკა მისი ფილმის (”ქორწინება იტალიურად”) სცენარზე ვმუშაობდით. ამისთვის ნეაპოლში მომიხდა ჩასვლა. დე სიკამ ნიშნისმოგებით მითხრა: ”ვიცი რომ ჩრდილოეთ იტალიელებს სამხრეთელები ნაკლებად გიყვართ. ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რის გამოც სამხრეთელები უფრო შეგიყვარდება”. დე სიკამ ყავაზე დამპატიჟა. ჩვენ დავსხედით საზაფხულო კაფეში, რომელიც სადგურის მოედანზე იყო განთავსებული. საშინლად ცხელოდა და კაფეს კარი ღია იყო. შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი და მიმტანს უთხრეს: ”ხუთი ყავა - ორს აქვე დავლევთ, სამს კი დავიმახსოვრებთ”. მათ მართლაც ხუთი ფინჯანი ყავის საფასური გადაიხადეს. თითო-თითო ფინჯანი ყავა დალიეს და წავიდნენ. მე დე სიკას მივუტრიალდი: ”რას ნიშნავს დამახსოვრებული ყავა?” დე სიკამ მითხრა: ”მოიცადე”.შემოდიან ახალგაზრდები, გოგონები, ვაჟები, ჩვეულებრივად უკვეთავენ ყავას, საფასურს იხდიან, სვამენ და მიდიან. კაფეში სოლიდურად ჩაცმული მამაკაცები შემოვიდნენ. ისინი სამნი იყვნენ, მაგრამ შვიდი ყავა შეუკვეთეს: ”სამს დავლევთ, ოთხი - დავიმახსოვროთ”. შვიდი ყავისას იხდიან, სვამენ სამ ფინჯან ყავას და მიდიან. შემდეგ ერთმა ბიჭმა შეუკვეთა ორი ფინჯანი, ერთი დალია, ერთიც დაიმახსოვრა. მე დე სიკას ვუყურებდი, ის - დუმდა. შუადღე დადგა. მზე ანათებდა. გაღებულ ვაგზალის წინ მდებარე მოედანი მზის თვალისმომჭრელ სინათლეში იყო გახვეული. ამ სინათლეში ნელ-ნელა ჩრდილი გამოიკვეთა. კაფეში წყნარად შემოვიდა აჩაჩულ-დაჩაჩული მათხოვარი. მან აქეთ-იქით მორიდებით მიმოიხედა, შემდეგ ბარმენს ჩუმად, ძლივს გასაგონად მიმართა: ”დამახსოვრებული ყავა არის?"" digest.pia.ge #goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 2 months ago
memory😂 აა თუ უაოა😂😂😂😂😂 უცნობი სტატუსიდან "ვზივარ მარშრუტკაში გააღო ერთმა კარები და იძახის: -აი აა თუ უაოა? -აი უაოა (უცებ უპასუხა ერთმა მგზავრმა, ისიც თავისნაირი გამოდგა) -აა უაოა? -ხო უაოა მიიხურა კარები და წავიდა. გამოვშტერდი ,მეთქი რა ხდება , რა ილაპარაკეს - მოკლედ ორი დღეა სულ ეს საუბარი მახსენდებოდა - „ აი აა თუ უაოა, აი უაოა, აა უაოა - და ვიგუდებოდი სიცილით ვერ მივხვდი რაში იყო საქმე. ორი დღის შემდეგ ვდგავარ გაჩერებაზე და ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიარა ორმა მარშუტკამ 73ნომერმა და 73ა-მ. ეგრევე თავში დამარტყა- ანუ გურული იყო და აინტერესებდა73ა იყო თუ 73- „უაოა“ ანუ „ა“ ს გარეშეო?"😂😂😂😂 #goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa, Italy · 4 months ago
💖💖💖💖💖 ერთმა სათვალიანმა, გამხდარმა ბიჭმა ისეთი სადღეგრძელო თქვა, დღესაც გული მეკუმშება იმის გახსენებაზე:მოდით, ბიჭებო,ჩვენს შორის იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ყველაზე დიდხანს იცოცხლებსო.იცით რატომ ვსვამ მის სადღეგრძელოს,ის ყველაზე საცოდავი კაცია ჩვენს შორის, აბა, როგორ უნდა დარჩეს და როგორ უნდა იყოს ბედნიერი უჩვენოდ. გაუშვი იცოცხლოს,დარჩეს ამ ქვეყანაზე და თქვას ერთი-ორი თბილი სიტყვა ჩვენზე.ეს მისი ვალიაო.ბიჭები წავიდნენ,არცერთი არ დაბრუნებულა,ის ბიჭი, რომელსაც დაუბარეს დარჩენილიყო ამ ქვეყანაზე და ეთქვა ერთი-ორი თბილი სიტყვა მათზე, მე აღმოვჩნდი.. / გიზო ნიშნიანიძე-პაემანი ვერაზე/ #goodplaces