19 votes
8 comments
shares
Save
138 reads
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago

ლელა ანჯაფარიძის კედლიდან??

lela anjaparidze

ძალიან დილა მშვიდობის!

თავიდანვე გთხოვთ, ამ პოსტის წაკითხვის დროს, გულში წაიმღეროთ იტალიური “Io vorrei... non vorrei... ma se vuoi „, ან „ La Cura“. ან „A Te“ ან «Felicità», რომელიც ყველამ ვიცით....

სწორედ ამ დღეს, 1944 წლის 12 თებერვალს, ქალაქ რომში დაიბადა ცნობილი მსახიობი, მომღერალი, კინოპროდუსერი და, რაც მთავარია, ანდრიანო ჩელენტანოს მეუღლე, თვალწარმტაცი და იტალიურად ვნებიანი, კლაუდია მორი...

ვიცი, არ ეწყინება ჩემი სიტყვები „რაც მთავარია“, რადგანაც მართლა გადაყვა მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვივით მოსავლელ ანდრიანოს...

თანაც, სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოში ერთადერთი ქალია, ვინც 55 წელია უძლებს ანდრიანოს და მაინც აღმერთებს...

მათ იტალიის ყველაზე ლამაზ წყვილს უწოდებდნენ...

კალუდიამ და ანდრიანომ ერთმანეთი გაიცნეს 1963 წელს, ფილმი „ერთი უცნაური ტიპის“ გადაღებებზე...

დახვეწილ და პრეტენზიულ კლაუდიას ჩელენტანო თავიდანვე არ მოეწონა... მას ნანახი ჰქონდა მისი ფილმები, მოსმენილი ჰქონდა მისი სიმღერები, მაგრამ ზედმეტად ეპატაჟურ ადამიანად მიაჩნდა...

ანდრიანომ გამოიყენა თავისი მომხიბვლელობის მთელი არსენალი, მაგრამ მუდმივად იღებდა ცივ უარს...

ყველაფერი გადაწყვიტა შემთხვევამ... კლაუდიას გამო, გადამღებ პავილიონში მოხდა მოკლე ჩართვა. გატყდა ლუსტრის პლაფონი და მისმა ნატეხებმა სახე დაუსერეს ანდრიანოს... კლაუდია მივარდა, პირველი დახმარების საშუალებებით და ბოდიში მოუხადა...

ცოტა ხანში ისინი ისხდნენ კაფეში...

ერთ საათში კი ჩაიკეტენ საგრიმიოროში, სადაც ჩელენტანომ პირველად აკოცა...

წამოიდგინეთ, და ამის შემდეგაც კლაუდია არ დანებდა ანდრიანოს, რადგანაც თვლიდა, რომ მისი ნდობა - სისულელეა...

მაშინ ანდრიანომ ჩართო „მძიმე არტილერია“ და მოიწვია კლაუდია თავის კონცერტზე, დასვა პირველ რიგში, მიუძღვნა კონცერტის ბოლოს შესრულებული სასიყვარულო ბალადა და მთელი დარბაზის წინ, აუხსნა სიყვარული... ასე დაიწყო მათი ლამაზი რომანი, რომელიც 1964 წელს გადაიზარდა ქორწინებაში... და. რაც მთავარია, დღემდე გრძელდება...

კლაუდიამ ჩელენტანოს გაუჩინა 3 შვილი და ამავე დროს, გახდა მის შემოქმედებაში შეუცვლელი ადმინისტრატორი, იმიჯმეიკერი და პიარ-მენეჯერი, დაუშრეტელი ფანტაზიით..

ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ემოციური ჩელენტანო არ ღალატობდა მეუღლეს, თანაც იტალიელი ქალების სხვანაირი ხიბლის გათვალისწინებით... კლაუდიას იტალიაში „ყველაზე ეჭვიან ქალს“ ეძახდნენ, მაგრამ მერე ანდრიანო ბრუნდებოდა და ისე უხდიდა მეუღლეს ბოდიშს, რომ ის პატიობდა...

ერთხელაც, წყვილმა ეს თემა გაითამაშეს... გავარდა ხმა, რომ ბრიანცის სარკინიგზო სადგურზე, რელსებზე წევს ადამიანი, ვინც აპირებს თავის მოკვლას... აღმოჩნდა, რომ ეს ჩელენტანოა... სადგურზე ჟურნალისტების ტევა არ იყო...

აი, უკვე ისმის ლოკომოტივის ხმა...შეკრებილებს ამბრმავებენ მატარებლის ფარები... კლაუდია ხმამაღლა მოთქვამს...

მსახიობი რელსებიდან ადგა ბოლო მომენტში, როდესაც მატარებლის ბორბლები სულ რამდენიმე მეტრში იყო მისგან...

კლაუდია მივარდა ... ერთმანეთს ჩაეხუტენ და შერიგდნენ...

ანდრიანოს სან-რემოს ფესტივალში გამარჯვებაშიც მის მეუღლეს დიდი წვლილი მიუზღვის... ის სცენაზე გამოვიდა მასთან ერთად, ხელჩაკიდებული... შეყვარებული თვალებით უყურებდა ანდრიანოს და ხმას აყოლებდა... ამ გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტების შეფასებით, მთელი ათწლეულის განმავლობაში, სან-რემოს სასიმღერო ფესტივალი გადაიქვა ერთი მსახიობის - ჩელენტანოს თეატრად.

ჩელანტანოს ცხოვრებაში ჰქონდა ერთადერთი მართლა სერიოზული და სახიფათო რომანი, სიყვარულისთვის და რომანებისთვის გაჩენილ ორნელა მუტისთან, რომელიც დაიწყო ფილმი „ჭირვეულის მორჯულების“ შემდეგ. ორნელამ ანდრიანოს გამო, მიატოვა მეუღლე, მსახიობი, ალესიო ორანო და იგივეს ითხოვდა ჩელენტანოსგანაც...

ჩელენტანო კი გადაწყვეტილების მიღებას წელავდა...კლაუდია ელოდა მის დაბრუნებას და ყველა ინტერვიუში იმეორებდა - „შემთხვევითი ღალატი - სულაც არ არის დაშორების მიზეზი. მისი პატიება შეიძლება, მამაკაცისთვის - შემთხვევითი კავშირები - ეს იგივეა, რაც მექანიკოსისთვის ახალი ავრმობილის ტექშემოწმება“...

ანდრიანო, რა თქმა უნდა, დაბრუნდა ოჯახში და სახალხოდ მოიხადა ბოდიში მეუღლის და შვილების წინაშე... გარდა ამისა, რომანტიკულმა ჩელენტანომ დაბრუნებამდე მიწერა მეულეს 32 გვერდიანი წერილი...

ორნელა მუტი კი დღემდე ამტკიცებს, თუმცა აღარავინ არ ეკითხება, რომ ის და ანდრიანო ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, რადგანან ძალიან ძლიერები და ბრწყინვალეები იყვნენ...

დღეს ჩელენტანოს ოჯაცი ცხოვობს მილანიდან 100 კმ-ში განთავსებულ მყუდრო ვილაში, რომლის შესასვლელშიც, ანდრიანოს ინიციატივით, დგას შადრევანი კლაუდია მორის ქანდაკებით...

მათ ცხოვრებაში იყო გიჟური ვნებები, ეჭვიანობები, შვილები, დაბრუნებები, პატიებები...

მოკლედ, კლასიკური იტალიური ქორწინება...

ძალიან მიყვარს კლაუდიას სიტყვები - „არაფერი ანდრიანოზე უფრო საინტერესო ცხოვრებაში არ შემხვედრია“!

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და საინტერესო დღეს!!!

#goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago
19
Write a comment