233 Views
Headline
Tbilisi · 7 months ago

საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს. ევროკავშირის პალატის ყოველწლიურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2 საფეხურით გაუარესდა და 70 ქულით მე-18-ე ადგილი დაიკავა.

2019 წლის რეიტინგში საქართველო 71 ქულით მე-16 ადგილს იკავებდა.

ევროკავშირის პალატა ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. კვლევისას ისინი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთასორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსს იყენებენ. ევროკავშირის პალატამ კვლევა ევროპის 46 ქვეყანაში ჩაატარა და ისინი 0-დან 100 ქულამდე შეაფასა. ბიზნესის კეთებისთვის ევროპის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

1. დანია - 86

2. შვედეთი- 84

3. ნორვეგია-83

4. ფინეთი- 83

5. შვეიცარია -81

6. გაერთიანებული სამეფო- 80

7. გერმნანია- 80

8. ნიდერლანდები- 79

9. ისლანდია- 79

10. ავსტრია -78

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს მათი შედეგი გაუმჯობესდა. სომხეთმა 39-ე პოზიციიდან 33-ზე გადმოინაცვლა, აზერბაიჯანმა კი, 44-დან 41-ზე.

ავტორი: ბექა ბერიაშვილი

P.s. სტატია ჩვრნ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.

#news #business
Headline
Tbilisi · 7 months ago
12
Write a comment