0
ლელა ანჯაფარიძე?? ძალიან დილა მშვიდობისა!!! დღეს განსაკუთრებული დღეა... ზუსტად 76 წლის წინ, 1940 წლის 13 თებერვალს, უკვე მძიმედ ავადმყოფმა მიხეილ ბულგაკოვმა ბოლო საავტორო შესწორება შეიტანა რომანში „ოსტატი და მარაგარიტა“. მართლაც მაგიურ ნაწარმოებში, რომელიც 3-ჯერ თავიდან გადაიწერა და გამოქვეყნდა დასრულებიდან 26 წლის შემდეგ... მისი მეორე ვარიანტი ავტორმა საკუთარი ხელით დაწვა ბუხარში, როდესაც მის სახლს „კეთილმსურველების“ მიერ გამოძახებული ჟანდარმები მოუახლოვდნენ.. შემდგომში ავტორი ამაზე არასდროს არ ნანობდა, რადგანაც რომანის მხოლოდ მესამე რედაქციაში გაჩნდნენ ოსტატისა და მარგარიტას პერსონაჟები... ბოლო შესწორეების შეტანის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დიდი ოსტატი ბულგაკოვი გარდაიცვალა და მისი ბოლო სოტყვები, რომელიც მან მეუღლეს გაანდო, იყო: „ალბათ, ეს სწორია...რისი დაწერა შემეძლო „ოსტატის“ შემდეგ?“ გილოცავთ ამ იდუმალ და ბოლომდე შეუცნობად დღეს და გისურვებთ ცხოვრებაში თქვენც გქონოდეთ ისეთი შეხვედრა, როდესაც მნიშვნელობა არ ექნება არაფერს ამ შეხვედრის გარდა... იმასაც კი, რომ მარგარიტას „ამაზრზენი და შემაშფოთებლად ყვითელი ყვავილები ეკავება ხელში“ და ოსტატს კი თურმე, თეთრი ვარდები ნაყვარება)))
#goodplaces
0