ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

0
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 4 გუშინ დადასტურებული შემთხვევის საკონტაქტო პირია, ორი კი – სატვირთო მანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავიანთი სურვილით მკურნალობას გააგრძელებენ თურქეთის რესპუბლიკაში. გუშინ, 4 აგვისტოს, აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ სატვირთო მანქანის მძღოლთან. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კარანტინში იქნა გადაყვანილი 17 ადამიანი, ინფიცირებულის საკონტაქტო პირები, რომელთაც აუღეს PCR ტესტი. სწორედ ჯგუფში გამოვლინდა 4 ახალი შემთხვევა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#კორონავირუსი
#ვირუსი
#batumidaily
წყარო - batumelebi.ge
#ახალიამბები
0