0
????? ერთმა სათვალიანმა, გამხდარმა ბიჭმა ისეთი სადღეგრძელო თქვა, დღესაც გული მეკუმშება იმის გახსენებაზე:მოდით, ბიჭებო, ჩვენს შორის იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ყველაზე დიდხანს იცოცხლებსო.იცით რატომ ვსვამ მის სადღეგრძელოს, ის ყველაზე საცოდავი კაცია ჩვენს შორის, აბა, როგორ უნდა დარჩეს და როგორ უნდა იყოს ბედნიერი უჩვენოდ. გაუშვი იცოცხლოს, დარჩეს ამ ქვეყანაზე და თქვას ერთი-ორი თბილი სიტყვა ჩვენზე.ეს მისი ვალიაო.ბიჭები წავიდნენ, არცერთი არ დაბრუნებულა, ის ბიჭი, რომელსაც დაუბარეს დარჩენილიყო ამ ქვეყანაზე და ეთქვა ერთი-ორი თბილი სიტყვა მათზე, მე აღმოვჩნდი.. / გიზო ნიშნიანიძე-პაემანი ვერაზე/
#goodplaces
0