0
რამდენიმე თვის წინ გავიცანი ფბ-ზე, მერე მის შემოქმედებას ვეცნობოდი-ხან პროზაულ, ხან პოეტურ ნაწარმოებებს. შემდეგ მისი ნახატები ვნახე და მივხვდი, რომ ესაა უსაზღვროდ და უკიდეგანოდ ნიჭიერი ადამიანი, რომელიც საოცარი თავმდაბლობით გამოირჩევა. რამდენიმე დღის წინ, მისი ნახატების გამოფენაც მოეწყო. სურათები, რომელიც თვითნასწავლი მხატვრის შექმნილია, ნებისმიერ მნახველს დაატყვევებს და აღაფრთოვანებს. მინდა თქვენც იცნობდეთ ამ ქალბატონს, ეს გახლავთ ხათუნა ფერაძე? ??? არ ვარ მხატვარი! უბრალოდ, ერთ დღეს მომინდა, რაღაც მეთქვა და ყველას გაეგო, ჰოდა, მეც ავდექი და ფუნჯით "დავწერე"! ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ თავი რემბრანტი მეგონა, არააა, უბრალოდ, ხელში მომხვდა ძველი ფუნჯი{ეტყობა, ბავშვობაში ჩადებული კოდი არასოდეს იკარგება!), ჰოდა გავუსვი და გამოვუსვი ქაღალდზე. არ ვიცი სხვამ რა დაინახა, მაგრამ იმ მომენტში ჩემი სულის ნაწილი გადადიოდა ქაღალდის ფურცელზე. მერე ისეთი "მზაკვარი" აღმოჩნდა ეს ფუნჯი, აღარ დამემორჩილა, გათავხედდა და გადიდგულდა! დაჰქროდა და დათარეშობდა ფურცლებზე, ნარკოტიკივით გახდა, -რომ დამეშალა, უარესად გაჯიქდებოდა და გადაირეოდა... ჰოდა, მეც მივუშვი ნებაზე! არ ვარ მხატვარი! ეს ჩემი თავხედი ფუნჯია! უბრალოდ, ყვება თავის ამბებს, ხანდახან უბერავს კიდეც, არ მიაქციოთ ყურადღება! არ ვარ მხატვარი! ნუ შეგშურდებათ ჩემი, ნურც დამძრახავთ, ძნელია ერთმა ადამიანმა ყველას ჭკუაზე ვიარო, ყველა ტვირთი ვზიდო, ყველას გემოვნება დავაკმაყოფილო! უპრეტენზიო ვარ-ეს ჩემი ფუნჯია თავხედი! ყველა ხელოვანმა იცის, რა ნარკოტიკიცაა მუზა. ის მოდის! მოდის მაშინაც, როცა არ გეხატება, მოდის მაშინაც, როცა გეხატება, მაგრამ არ იცი რა დახატო. მოდის მაშინაც, როცა გიყვარს და გენატრება, მაშინაც, როცა გტკივა და გეშინია! მოდის, მაგრამ არასოდეს გემორჩილება! იმაზე მეტს გაძლევს, რისი რეალიზებაც შენ შეგიძლია და იმაზე მეტს გართმევს, რაც შეგიძლია გასცე! გულუხვიც არის, შეუძლია მთელი სამყარო გაჩუქოს, მაგრამ ამასთანავე საშინლად ძუნწიც, იმასაც წაგართმევს, რაც სხვისგან გრგებია! არ ვარ მხატვარი! ეს ჩემი ფუნჯი დათარეშობს თეთრ ოცნებებში და მარჯვე ჯამბაზივით ცდილობს, "გააჩინოს" ცისარტყელები!
#goodplaces
0