თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ

0
თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის/აპლიკაციის ელექტრონულად შევსება უკვე შეუძლიათ. აღნიშნული ფორმის შევსებასთან ერთად, მოქალაქეებმა უნდა ატვირთონ დამსაქმებლისგან მიღებული მოწვევა. სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://abroadworkers.moh.gov.ge/ საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, თურქეთში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს დატოვება ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი). საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ვერსია. შევსებულ ფორმას და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეამოწმებს და შემოწმების შედეგებს შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში აცნობებს მოქალაქეს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს თურქეთში შესვლის უფლებას მისცემენ, ამის შესახებ სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსაც ეცნობება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#თურქეთი
#სარფისსაბაჟო
#პოლიტიკა
#სიახლე
#batumidaily
წყარო -reginfo.ge
#ბიზნესი
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0