9 votes
0 comments
2 shares
Save
152 views
Headline
Tbilisi · 4 months ago

მისო-ების შემცირების მიუხედავად, ერთ წელიწადში მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე 52 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 22,3 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ამავე მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4101 ადამიანი, რაც 286 ადამიანით, დაახლოებით, 6,5 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მეოთხე კვარტალში მისო-ებში 4 387 ადამიანი მუშაობდა. ერთი წლის განმავლობაში 1 ერთეულით შემცირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალების რაოდენობაც. კერძოდ, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტალში 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 383 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2019 წლის მეოთხე კვარტალში 52 მისო 382 ფილიალს ფლობს.

მისო-ების შემცირების მიუხედავად გაიზარდა მათ მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო 1,129 მლრდ ლარის სესხი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,101 მლრდ. რაც იმას ნიშნავს, რომ გაცემული სესხების რაოდენობა 28 მლნ ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება გაცემული სესხების სტრუქტურას, 2018 წლის მეოთხე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,101 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი - 337,116 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხი. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება. კერძოდ, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 299, 862 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 187,172 მლნ ლარით დააკრედიტეს.

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით კი, გაცემული 1,129 მლრდ ლარის სესხიდან 432,138 მლნ ლარი - სალომბარდე სესხი იყო, 268,978 - სამომხმარებლო სესხი, ხოლო, 110, 536 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა. ავტორი: ნინი ქეთელაური

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.

#news #business
Headline
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Headline
Tbilisi · 4 months ago
საქართველოში ტექნიკის ბაზარზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად ქვეყანაში დაახლოებით 140 000-ზე მეტი ტელევიზორი, 100 000-ზე მეტი გაზქურა, 100 000-ზე მეტი სარეცხი მანქანა და 50 000-ზე მეტი მაცივარი იყიდება. მსხვილი საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ყველაზე ნაკლებ პოპულარობით ჭურჭლის სარეცხი მანქანა სარგებლობს, მისი იმპორტი სარეცხი მანქანის იმპორტთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია მსხვილი საოჯახო ტექნიკის ბაზარზე მოთამაშე უმსხვილესი რიტეილერების ფინანსური მდგომარეობა. „ელიტ ელექტრონიქსი“ „ელიტ ელექტრონიქსი“ წარმოადგენს საქართველოს სამომხმარებლო ელქტროსაქონლის ბაზარზე უმსხვილეს საცალო სავაჭრო ქსელს. კომპანიის აქციონერები არიან: შპს ბრიმაგ დიჯითალ ეიჯ -51% (ისრაელი); შპს სი5 ინთეგრეიშენ - 49% (ისრაელი). 2018 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის მონაცემი ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „ელიტ ელექტრონიქსი“ არის პირველი კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება. ამავე ანგარიშის მიხედვით, „ელიტ ელექტრონიქსის“ 2018 წლის ამონაგები ჯამში 179 713 000 ლარს შეადგენდა, აქედან საიჯარო შემოსავალი იყო 208 000 ლარი, მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი - 544 000 ლარი. ანგარიშგების მიხედვით, გაყიდული საქონლის თვითღირებულება - შეადგენდა 141,131 000 ლარს. 2018 წელი „ელიტ ელექტრონიქსმა“ 5,720 000 ლარის სუფთა მოგებით დაასრულა. კომპანიის ხარჯებმა 30 537 000 ლარი შეადგინა. „ბეკო“ - (შპს „ტექნოჰაუსი“) შპს „ტექნოჰაუსი“, დაარსდა 2009 წლის 23 აპრილს. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია (100% წილის მფლობელი) იუსუფ ბაშარი. კომპანიის დირექტორია მეჰმედ მელექი. „ტექნოჰაუსი“ წარმოადგენს მსოფლიო ბრენდების „ბეკოს“, „ბლომბერგის“ და ა.შ. ბრენდების ტექნიკის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია აწარმოებს როგორც საცალო, ასევე სადილერო, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვას, აგრეთვე პროდუქცია ექსპორტზე გააქვს ყირგიზეთსა და სომხეთში. 2018 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „ტექნოჰაუსი“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს. ამავე ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 37 024 695 ლარი, აქედან შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან იყო 32 227 620 ლარი, შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან ექსპორტი - 5 041 911 ლარი. ამასთან გაყიდული საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 27 763 199 ლარი. მთლიანი მოგება იყო 9 261 496 ლარი, წმინდა მოგებამ კი 2 658 805 ლარი შეადგინა. რაც შეეხება გასავალს, 2018 წელს „ტექნოჰაუსის“ ადმინისტრაციულმა და სხვა საოპერაციო ხარჯებმა 4 882 821 ლარი შეადგინა. „ტექნობუმი“ შპს ტექნო ბუმი დაფუძნებულია 2009 წელს, მისი 100%-იანი წილის მფლობელია ემზარ (ანზორ) ქოქოლაძე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია. 2018 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „ტექნობუმი“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს. აღსანიშნავია, რომ 2018 წელი კომპანიამ ზარალით დაასრულა. „ტექნობუმის“ ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, მან 2018 წელი - 7 887 603 ლარის ზარალით დაასრულა. რაც შეეხება მთლიან შემოსავალს, ის იყო 24 139 252 ლარი, ამონაგები - 23 348 700 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი 18 991 549 ლარს შეადგენდა. „მეტრომარტი“ ზარალით დაასრულა 2018 წელი მსხვილი საოჯახო ტექნიკის რითეილერმა „მეტრომარტმაც“. კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, ზარალის მოცულობამ 1 157 038 ლარი შეადგინა. „2018 წელს გასულ 2017 წელთან შედარებით საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია 4%–თ გაიზარდა, მაგრამ ამის საპირისპიროდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე მიწოდებისა და საერთო ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ კომპანიამ 2018 წელი ზარალით დაასრულა“, - აღნიშნულია კომპანიის ანგარიშგებაში. რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება: შემოსავალი - 40 772 609 ლარი; გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება - 34 218 067 ლარი; საერთო მოგება - 6 554 542 ლარი; სრული ხარჯი - 6,549,994 ლარი. შპს ”მეტრომარტი“ 2012 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ელექტრონული მოწყობილობების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია. 2019 წლის ამონაწერით კომპანიის 50%-ს ფლობს შპს „ალტა“, 16.67%-ს ნინო ფირცხალავა; 33,33%-ს ანუშ ოგანისიანი, სომხეთი. 2018 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „მეტრომარტი“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს. „ვესტელი“ (მატექს ჯორჯია) კომპანია „მატექს ჯორჯია“ 20 წელიწადზე მეტია ქართულ ბაზარზეა. კომპანიის 50%-50% ფლობენ ჯენგიზ და ჰუსეინ მათარაჯები, კომპანიის დირექტორები არიან ჯენგიზ მათარაჯი და ჰალილ სემიზ. კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 700 ლარს. კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „მატექს ჯორჯია“ (ვესტელი) არის მესამე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ვესტელის“ საქონლის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 12 111 533 ლარი შეადგინა, მომსახურების გაწევიდან - 143 111 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება იყო 10 604 055 ლარი. 2018 წელი „ვესტელმაც“ 165 267 ლარის ზარალით დაასრულა. ავტორი: ელზა წიკლაური P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ. #news #business
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
119 200 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება
2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119 200 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.25 პროცენტი შეადგინა. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6140.55 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 500-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 6254.81 მილიონიდან 6140.55 მილიონ ლარამდე შემცირდა. მათივე ცნობით, 119 200 ხელშეკრულებიდან 34 200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 834.11 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, პირველი მაისის მდგომარეობით, 13.49 პროცენტი შეადგინა. „რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, პირველი მაისის მონაცემებით, 44 400 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.25 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი 1923.31 მილიონი ლარია. 36 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3142.34 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1099.30 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.70 პროცენტში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი, პირველი მაისის მონაცემებით, 2043.04 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.02 პროცენტში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. პირველი მაისის მონაცემებით, სულ 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15.882 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16 პროცენტში გაასესხეს. ასევე, გაცემულია 3 000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 81.25 მილიონი ლარია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები, პირველი მაისის მდგომარეობით, ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.83 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა. პირველი მაისის მდგომარეობით, შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 12.88-დან 13.49-მდე, ავტოსესხებზე 12.32-დან 16-მდე“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციაში. არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება სიფრთხილითაა გამოწვეული. „როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ფასებზე ინფლაციური წნეხი შერბილებულია და მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, თუმცა პანდემიით გამოწვეული პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა ფასებზე კვლავ ახდენს ინფლაციურ ზეწოლას, რითიც შესაძლებელია, აიხსნას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ასე მცირედით შემცირება. მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ინფლაციის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება, ჩაითვალოს, რაც შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად შერბილების საფუძველს იძლეოდეს. პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად შემცირებულია და მონეტარული სტიმულების დროულობა ეკონომიკის სწრაფად გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რაც შეეხება ფისკალური სტიმულების (იპოთეკური სესხების ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება) მონეტარული პოლიტიკის როლში განხილვას, მივიჩნევთ, რომ არასწორია და ვერ მოახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე მასშტაბურ ზეგავლენას, რადგან კონკრეტულ ვიწრო სეგმენტს ეხება და მისი ეკონომიკაზე ზეგავლენის დაყოვნების (lag) დროც ბუნდოვანია. სასურველია, რომ ეროვნულმა ბანკმა შემდეგ სხდომებზე უფრო მკვეთრად შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ მოახდენს გავლენას დაკრედიტებაზე, ხოლო მეორე მხრივ, გააჩენს დადებით მოლოდინებს, რადგან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საინვესტიციო რისკების შემცირების სიგნალია“, – აღნიშნავენ „საზოგადოება და ბანკებში“.
Headline
Tbilisi · 4 months ago
ერთ წელიწადში წვრილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტი 131,9 %-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს 155 200 სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წელს კი - 66 917 ერთეულის. ამასთან, ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები იყვნენ: საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი, ქუვეითი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა არის გაორმაგებული ექსპორტის მიზეზი და ამასთან, თუ მზარდი სტატისტიკა შენარჩუნდა, აისახება თუ არა ეს ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ხორცის ფასზე. როგორც მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ამბობს, ამის მიზეზია ის, რომ 2018 წელს უფრო მეტად ცხვრის ხორცი გადიოდა, 2019 წელს კი ცოცხალი საქონელი. „ბოლო პერიოდში შემცირდა ხორცის ექსპორტი. 2018 წელს ძირითადად გადიოდა ხორცად, 2019 კი - ცოცხალი. ამის მიზეზია ის, რომ არაბებმა უფრო მეტი ფასი გადაიხადეს იმ პერიოდში, ვიდრე ირანელებმა. ჩვენთან ცოცხალზე უფრო მეტად არაბული ქვეყნებიდან არის მოთხოვნა, კერძოდ, დუბაიდან, ბაჰრეინიდან, ყატარიდან და ა.შ. რამადანის დღესასწაულის პერიოდში, გაჰყავთ და იქ ადგილზე კლავენ. თორემ, ირანელები ნებისმიერ დროს კლავენ და ხორცის სახით მიაქვთ“,-ამბობს ბექა გონაშვილი. კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში წვრილფეხა საქონლის ექსპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, ადგილობრივ ბაზარზე გამოიწვევს თუ არა ეს ხორცის ფასის გაზრდას, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, კი. „სიმართლე გითხრათ, ქართული ცხვრის ხორცი ამაზე მეტად როგორღა უნდა გაძვირდეს, არ ვიცი. თუმცა, რაც უფრო შემცირდება ადგილობრივ ბაზარზე ცოცხალი წვრილფეხა საქონლის რაოდნეობა, მით უფრო მოიმატებს ღირებულებაც“,- ამბობს ბექა გონაშვილი. ავტორი: ნინი ქეთელაური P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ. #news #business
Headline
Tbilisi · 5 months ago
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში 8 ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 927 732 539 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 961 714 845 ლარი იყო. ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 4 კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 392 114 132 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 596 428 969 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 34 375 366 ლარი შეადგინა. მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც 4 კვარტლის მონაცემებით, 390 435 262 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 576 018 626 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა - 46 215 608 ლარი გადაიხადა. წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „კრედო ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 27 699 088 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ლიბერთი ბანკი“ და „ბაზისბანკი“ იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ გასულ წელს, შესაბამისად, 26 832 117 და 24 830 002 ლარი შეადგინა. „ბაზისბანკს“ მცირედით ჩამორჩება „პროკრედიტ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც წინა წელს 23 131 243 ლარი შეადგინა, მას 22 449 122 ლარიანი წმინდა მოგებით - „ბანკი ქართუ“ მოსდევს. მას მცირედით ჩამორჩება - „ტერა ბანკი“, რომლის წმინდა მოგებაც გასულ წელს 20 241 573 ლარი იყო. სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ შვიდთან შედარებით განსხვავებული და მცირეა. ავტორი: თაია არდოტელი სტატია არ გვეკუთვნის ჩვენ. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge მიერ. #business
ლიმონი ლიმონი
Tbilisi · 1 month ago
ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე?
ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ცნობიერების ზედაპირზე ამოტივტივდა და თავისი მკაფიო გამოხატულება ჰპოვა აზრმა სათანადო საცხოვრისის შესახებ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემაზე მსჯელობის მასშტაბები ვიწრო დისკუსიებს არ გასცდენია, ვინაიდან მას არ მიუღია პოლიტიზირებული ხასიათი. ანუ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური კონიუნქტურა, საცხოვრისს, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, არ აღიარებს და ეს საკითხი სიმბოლური პოლიტიკური წესრიგისგან მაქსიმალურად გამიჯნულია, მაშინ, როცა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტები და რიგი ქვეყნების კონსტიტუციები ამ უფლებას ნორმად აქცევენ. ჩვენთან ამას ერთადერთი ახსნა აქვს - თუ სახელმწიფო თავად აიღებს ხელში საბინაო პოლტიკის სტანდარტიზაციის მექანიზმებს, მაშინ იგი ამით შეურაცხყოფს „ბაზრის“ ლოგიკას, რომელიც თავისი მტაცებლური და ანტისაზოგადოებრივი ბუნებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ და უპირობო დისკურსად იქცა. სანამ საბინაო პოლიტიკის აუცილებლობაზე დავიწყებთ საუბარს, საჭიროა თვალი გადავავლოთ პოსტსაბჭოთა პერიოდში ნეოლიბერალური რეფორმების შემდეგ განვითარებულ ისტორიულ კონტექსტებს. თუკი, მაგალითად, 1988 წლისთვის ურბანულ ნაწილში საბინაო რესურსის პროცენტულობა საჯარო და კერძო სექტორებზე 79/21 პროპორციით არსებობდა, პოსტსაბოთა პერიოდში ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი პირველი ხელისუფლების მიერ ინიცირებლი „ბინების პრივატიზების შესახებ“ აქტი იყო, რომელმაც ნორმატიული სარჩულის მორგება ჩვენთვის კარგად ცნობილი ისტორიული კონტექსტების გამო ვერ მოახერხა. ამის შემდგომ, ცხადია, სამოქალაქო ომის დროს საბინაო პოლიტიკისთვის არავის სცხელოდა, ხოლო შევარდნაძის პერიოდში დაწყებულ პტივატიზაციის უსუსურ და უსისტემო ტალღას თან ერთვოდა საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზების მოშლა, ქალაქგეგმარებითი სტრატეგიების სრული კოლაფსი, კორუფცია და მტაცებლური სპეკულაციები. პრობლემამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია შეიაღაღებული კონფლიქტების შემდგომ დევნილთაა ნაკადის ზრდის გამო. სახელმწიფოს კი ამის პრევენციისთვის მკაფიო პოლიტიკა არ გააჩნდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ იწყება ნეოლიბერალური რეფორმებისა და საბინაო სექტორში მასშტაბური პრივატიზაციის მორიგი ტალღა. საბინაო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ სრულად ჩამოიშორა და იგი კერძო ბიზნესს მიანდო, თავად კი ხელი მიჰყო დერეგულაციის პოლიტიკას, რამაც მალევე წარმოშვა ისეთი სიმპტომატური ხასიათის ნიშნები, რგორიცაა „დუმილი თანხმობის ნიშანია“ ან „ერთი სარკმლის“ პრინციპი. რის შედეგადაც გამარტივდა ადმინისტრაციული წარმოება, მოიშალა სამშენებლო სექტორზე ზედამხედველობისა და კონტროლის რეალური მექანიზმები. სწრაფი ტემპით შეიცვალა ურბანული სტრუქტურა, დერეგულაციამ ხელი შეუწყო მშენებლობის მასშტაბების უკონტროლო ზრდას, რის შედეგაცად ბაზარი სპეკულაციურმა სამშენებლო ბიზნესმა დაიკავა. ამის პარალელურად გაიზარდა კერძო პირების დაკრედიტების პრაქტიკა. რასაკვირველია, გაიზარდა იპოთეკური სესხების რაოდენობაც. სამშენებლო კომპანიებმა წინასწარ დაიწყეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ მრავალსართულიან კომპლექსებში ფულის აღება. მარტივად რომ ვთქვათ, საბინაო პოლიტიკა გამოვიდა საჯარო ინტერესიდან და იგი დაეფუძნა „კერძო“ ლოგიკას - ადამიანს საკუთარი კეთილდღეობის შედეგად თავად უნდა მოეხერხებინა საცხოვრისის უზრუნველყოფა. თუმცა 2008 წელს საქართველო ერთდროულად აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკური და რუსეთ-საქართველოს ომის კრიზისის წინაშე, რომლის შედეგებიც კონკრეტულად საბინაო პოლიტიკის კუთხით სავალალო და მოუშუშებელი აღმოჩნდა. კრიზისის გამო მშენებლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სტაგნაცია განიცადა, ხოლო ის ათიათასობით ადამიანი, ვისაც წინასწარ ჰქონდათ ფული გადახდილი, ბინის გარეშე დარჩა. იქედან გამომდინარე, რომ დერეგულირებულ სექტორში კომპანიის შემოჭრა უკონტროლოდ ხდებოდა, ხოლო მათი პასუხისმგებლობის დაყენების მიზნით სახელწმიფო არანაირ ბერკეტს არ იტოვებდა, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა სრული ზარალის აღრიცხვა. მიუხედავად წლების შემდგომ განხორციელებული ფასადური ცვლილებებისა, სამშენებლო ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე დაურეგულირებელ სექტორად რჩება საქართველოში. დამოუკიდებლობის ისტორიაში არც ერთი მოწვევის პარლამენტს დღის წესრიგში არ დაუყენებია საბინაო პოლიტიკის საკითხი და საკუთარ თავზე არ აუღია უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე პასუხისმგებლობა. უსახლკარობა ამ დრომდე რჩება ქყვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. წესით პანდემიას უფრო მეტი აქტუალობა უნდა შეეძინა ამ საკითხისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური წრეები ისევ დუმილს ირჩევენ. დღესაც არ არსებობს მკაფიო და კონსტრუქციული გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად, ეს კი იმ სოციალურ კონტექსტში, როცა 1 კვ.მ ბინის ფასი დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალია ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე. უსახლკაროთა რაოდენობის დინამიკა დრამატულ ზრდას განიცდის. 2017 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 6000-ზე მეტმა პირმა მიმართა სახელმწიფოს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის. ამ საკითხზე სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელებულა შესაბამისი კვლევა. ამის მიზეზი კი შეიძლება ერთგვარი შიში იყოს. შიში იმისა, რომ სრულმასშტაბიანი კვლევის შედეგად მას უსახლკაროთა საგანგაშო რაოდენობა შერჩება ხელში. თუ შემოდგომაზე ვირუსის ახალი ტალღა დაიწყება, სიცივესთან ერთად კიდევ უფრო რთული გახდება მისი მართვა. მივიღეთ მკაფიო მოცემულობა - თუ არ გაქვს სახლი, ვერ შეძლებ თვითიზოლაციას, ხელების საათობრივად დაბანას, ვერ დაემალები ვირუსს და იქნები მისი გავრცელების პოტენციური წყარო. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საბინაო პოლიტიკის მოგვარება არა უბრალოდ ჰუმანური აქტი, არამედ გარდაუვალი აუცილებლობის საგანი გახდა. აქ კი ჩნდება მარტივი კითხვა - ვინ უნდა იზრუნოს უსახლკაროებზე? პასუხი კი ასევე მარტივია. ჩვენ უკვე ვნახეთ სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის ჩამოშორებისა და მისი კერძო სექტორზე გადაბარების პოლიტიკა როგორ შევიდა ჩიხში. ვნახეთ, თუ როგორ დამარცხა საჯარო ლოგიკის წინააღმდეგ კერძო ლოგიკა. პანდემიამ კი ეს სურათი კიდევ უფრო მკაფიოდ გადაგვიშალა თვალწინ. ვირუსის გამო მსოფლიომ სხვა რეალობაში გაიღვიძა - უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აუცილებლობის რეალობაში. ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ კოლექტიური, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სოციალური სერვისების მშენებლობაზე. მათ შორის იმ იდეაზეც, რომ საცხოვრისის ქონა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. გამოგვყევით Facebook-ზე: //
Headline
Tbilisi · 3 months ago
კობა გვენეტაძე: უმოქმედო სესხების მოცულობა გაიზრდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების ზრდას პროგნოზირებს. გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას გვენეტაძემ განაცხადა, რომ არსებული შოკის პირობებში ტურიზმთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე ბიზნესები დაზარალდებიან. "მოდით ვთქვათ, რომ სირთულეები იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტი ვერ ჩამოვა ქვეყანაში, მომსახურების სექტორში, ტრანსპორტში, სასტუმროებში, რესტორნების სექტორში რა თქმა უნდა ამას გავლენა ექნება და გარკვეულწილად გაიზრდება უმოქმედო სესხები. ზუსტად ეს ბუფერები, რაც არის დაგროვილი და რასაც დრო და დრო ვავსებდით ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკით, შთანთქას ამ ბუფერებმა ის დროებითი მოვლენები. ამავე დროს, კარგად მოხდეს დაფინანსება, დაკრედიტება,"- ამბობს კობა გვენეტაძე. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების მთლიანი მოცულობა 435 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი სასესხო პორტფელის 1.4%-ს შეადგენს. კობა გვენეტაძის თქმით, არსებულ ვითარებაში კომერციულმა ბანკებმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს შეღავათები შესთავაზეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი შეღავათების შემუშავებაზე ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მუშაობენ. "ეს [შეღავათების დაწესება] იყო მათი ინიციატივა, რადგანაც მათ ნამდვილად აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად გრძნობენ ამ სიტუაციას. მე საქართველოში არ ვმუშაობდი, მაგრამ როგორც ვიცი, 2008 წლის ომის პერიოდშიც მოხდა ასეთი შეღავათების მიცემა. რაც გითხარით, რა ბუფერებიც არის დაგროვილი სისტემაში, აძლევს კომერციულ ბანკს ამის შესაძლებლობას. ნამდვილად კარგი და მოსაწონი ნაბიჯი იყო კომერიული ბანკების მხრიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მუშაობენ მსგავს მიდგომაზე. ბანკების მხრიდან ამ ინციატივაში ჩართვა იყო ნამდვილად ნებაყოფლობითი, არავის არ დაუვალებია ეს. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო სესხების განულებასთან დაკავშირებით. ვისაც უნდოდა შეუერთდა, ვისაც არ უნდოდა არ შეუერთდა,"- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ. #news #business #coronavirus #covid19 #კობაგვენეტაძე #headline #Feedc
Headline
Tbilisi · 4 months ago
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა. დოკუმენტის მიხედით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება: შპს „საბურთალო პალასი“, კომპანიის საქმიანობას მრავალბინიან საცხოვრებელი კომპლექსის აშენება წარმოადგენს. - 2 600 000 მლნ ლარის საპრივატიზაციო ვალდებულება გადაუვადდა; შპს „განათლების განვითარების ჯგუფი“, სკოლის შექმნა - 6 100 000 ლარი; შპს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სპორტული კლუბი - ოლიმპიკი" - სპორტული კომპლექსის შექმნა და ინვესტიციის განხორციელება - 4 000 000 ლარი; შპს „ბ&ნ მედი" - სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა და ინვესტიციის განხორციელება - 6 000 000 ლარი; შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრი“ - სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა - 4 000 000 ლარი; შპს „აპტოსს“ - საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება - 2 340 000 ლარი; შპს „მ2 სვანეთი“ - სასტუმროს მშენებებლობის ვალდებულება და ინვესტიციის განხორციელება - 7 000 000 ლარი; შპს „ბაზალტფაიბერს“ - შემოთავაზებული პროდუქციის წარმოება - 1 444 136 ლარი; შპს „აღმაშენებლის 51“ - რეკრეაციული/გამწვანების ღია სივრცის შექმნა და ინვესტიციის განხორციელება - 100 000 ლარი. ავტორი: ნინი ქეთელაური P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ. #news #business
Headline
Tbilisi · 4 months ago
"ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით საქართველომ შესაძლოა, დაახლოებით 70 მილიონ აშშ დოლარს დაკარგოს", - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია წერს. „ბიზნესპრესნიუსი“ ჭარაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას უკვე ირანიდან ფრენების აკრძალვა მოჰყვა. თუ ვირუსი უახლოეს თვეებში კონტროლს არ დაექვემდებარა შესაძლოა, გაიზარდოს ჩაკეტილი ქვეყნების და შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის მოცულობაც. კერძოდ, მომდევნო მაგალითად 4 თვეში თუ საკითხი არ დასტაბილურდა: - მხოლოდ ჩინეთიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვით, წინა წლის ანალოგს თუ დავეყრდნობით (პოტენციური ზრდის დინამიკის გარეშე), შესაძლოა, დავკარგოთ დაახლოებით 13-14 ათასი ვიზიტორი, რაც ფინანსურ გამოსახულებაში თითო ჩინელი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული 2 253 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 მილიონს უდრის. - იგივე პირობით ირანთან მიმართებაში საქართველომ მომდევნო 4 თვის განამავლობაში მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით შესაძლოა, 26-27 ათაში ვიზიტორი დაკარგოს, რაც ამ კატეგორიის ვიზიტორების საშუალო ხარჯის 2 715 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დამატებით დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის დანაკლის ნიშნავს. ჯამში, მხოლოდ ჩინეთის და ირანის, მხოლოდ 4 თვის და მხოლოდ საჰაერო გზით დაბლოკვის შემთხვევაში, საქართველო ტურიზმიდან ვერ მიიღებს მოსალოდნელ 100 მილიონ აშშ დოლარს. ერთი შეხედვით ეს 100 მილიონი არც ისე ბევრია, თუმცა თუ 4 თვის შემოსავლებთან მიმართებაში შევხედავთ წინა წლის ანალოგების გამოყენებით, ტურიზმის სექტორში ეს შემოსავლების დაახლოებით 10%-იან კლებას ნიშნავს, მთლიანად ეკონომიკისთვის კი ტვირთი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაბალია. სამწუხაროდ, ეს არის ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის.იმედს ვიტოვებ ამ სიას არ შეემატება იტალიაც, სადაც ვირუსი ბოლოს დროს შედარებით გააქტიურდა ან/და ირანის და საქართველოს რომელიმე საზიარო მეზობელი ქვეყანაც... ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო ფრენების შეზღუდვაც რისკ მთლიანად არ აგვარებს, მოკლედ საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ“, - წერს ჭარაია. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ. #news #business
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
სესხის გაცემის ახალი წესით 4 სახელფასო დანაყოფი 2-ე მცირდება
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში ცვლილებები დაგეგმილი იყო, თუმცა განვითარებულ მოვლენებთან ერთად, ვგულისხმობ კორონავირუსს, ალბათ საკმაოდ დროულია და შესაბამისად, მიუხედავად სხვა პრიორიტეტებისა, გადავწყვიტეთ, რომ ცვლილებები არ გადაგვედო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილება გულისხმობს როგორც დაკრედიტების გამარტივებას, ასევე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს, მათ შორის ფიზიკური კონტაქტის მაქსიმალურად თავიდან არიდებას. ლეჟავამ განმარტა, რას გულისხმობს თითოეული ცვლილება. „პირველი ცვლილება, რაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში შევიტანეთ, მოვხსენით სავალდებულო მოთხოვნა ადგილზე ვიზიტების შესახებ არაფორმალურად დასაქმებული მოსახლეობისთვის. მსესხებლის შემოსავლის შესწავლა კვლავ სავალდებულო რჩება და ძირითადი პრინციპი, რომ სესხი უნდა გაიცეს ისეთ მომხმარებელზე, რომელსაც მისი მომსახურება ზედმეტი ტვირთვის გარეშე შეუძლია, რჩება უცვლელი. თუმცა ხვალიდან, ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები თავიანთი შიდა პროცედურებით განსაზღვრავენ, თუ როგორ შეისწავლონ შემოსავალი და არ იქნება ეს დაფუძნებული გარკვეულ წესებზე რეგულატორის მიერ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. როგორც მან აღნიშნა, მეორე ცვლილება, რომ უქმდება სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტი მაქსიმალურ და საკონტრაქტო ვადიანობაზე. „აქამდე არსებობდა ორი სხვადასხვა ტიპის დაანგარიშება, ერთი იყო მაქსიმალურ ვადიანობაზე, რაც განსაზღვრული იყო დებულებით, ხოლო მეორე – საკონტრაქტო ვადიანობაზე, რაც განსაზღვრული იყო სასესხო კონტრაქტით. ამ ორის ნაცვლად, გადავწყვიტეთ, დავტოვოთ ერთი, ეს იქნება ვადა, რომელზეც მსესხებელს ავტომატურად შეეძლება სესხის გრძელვადიანად ქცევა, ანუ საკონტრაქტო ვადა, თუმცა, თუ კონტრაქტში არის ჩადებული ავტომატური დაგრძელვადიანების ოფცია, მაშინ ყოველთვიური გადასახადი დაიანგარიშება ავტომატური გადავადების ვადაზე. შემდეგი ცვლილება ეხება უშუალოდ სესხის მომსახურების კოეფიციენტების მატრიცას. მოგეხსენებათ, რომ აქამდე არსებობდა ოთხი სახელფასო დანაყოფი, რის მიხედვითაც სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტები იყო სხვადასხვა, ოთხი დანაყოფი მცირდება ორამდე – 1000 ლარს ზემოთ და 1000 ლარს ქვემოთ. ესეც არის ერთგვარი გამარტივება დებულებისა და მეტ მოქნილობას მისცემს საკრედიტო ინსტიტუტებს თავისით განსაზღვრონ აღნიშნულ ორ დანაყოფს შორის ჩარჩოები“, – განმარტა პაპუნა ლეჟავამ. რაც შეეხება უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის განსხვავებას, მისი თქმით, ეს კვლავ აქტუალური რჩება და ამის მთავარი მიზანია, უცხოური ვალუტის კურსის მერყეობისგან მეტად მეტად იყოს დაცული როგორც მომხმარებელი, მსესხებელი, ისე საკრედიტო ინსტიტუტი. „იზრდება მაქსიმალური ვადა ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე 15-დან 20 წლამდე. რაც შეეხება სესხის თანამონაწილეობის კოეფიციენტს უცხოეთიდან შემოსავლის მიმღები მოსახლეობისთვის, ის მცირდება 40 პროცენტიდან, 30 პროცენტამდე შემოსავლის დადასტურების შეუძლებლობის შემთხვევაში. ანუ, თუ შემოსავლის დადასტურება არის რთული, გამომდინარე იქედან, რომ შემოსავალი მიიღება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მსესხებელს უფრო მარტივად და ნაკლები თანამონაწილეობით შეეძლება სესხის აღება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. ამასთან, პაპუნა ლეჟავას თქმით, რეგულაცია არ შეეხებათ ისეთ მსესხებლებს, რომელთა საერთო დავალიანება აღემატება 2 მლნ ლარს და ასევე მსესხებლებს, რომელთა ფინანსური გათვითცნობიერებულობა არის უფრო მაღალი. „თუ აქამდე პასუხისმგებლიანი ჩარჩოს გარეთ დაკრედიტება შეიძლებოდა 2 მილიონი ლარის ზემოთ სესხებისთვის, ახლა მილიონის ზემოთ სესხებისთვის შეგვეძლება შემოსავლის შესწავლის გარეშე სესხების გაცემა. ასევე ისეთ მსესხებელზე, რომელიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის ცნებას, მათაც შეეძლებათ სესხის აღება უფრო გამარტივებული პროცედურით“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა.#business #bank #georgia
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
იყო თუ არა ლარი "ზედმეტად" გაუფასურებული?
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საკუთარ Facebook-ზე ლარის გაცვლითი კურსის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა. გვენეტაძე გაცვლითი კურსის "ზედმეტად" გაუფასურების ანუ Overshooting-ის მოვლენის შესახებ წერს, რომელსაც მისი განმარტებით, საქართველოს სავალუტო ბაზარზე აქვს ადგილი. "ვალუტის კურსის ე.წ. overshooting-ის შემთხვევები, რომელიც საქართველოს სავალუტო ბაზარსაც ახასიათებს, ახალი ფენომენი არ არის - ის ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აღწერა ცნობილმა ეკონომისტმა რუდიგერ დორნბუშმა. მანვე შექმნა ამ ფენომენის თეორიული მოდელიც. ამ პოსტში მოდელის მოკლე რეზიუმეს გთავაზობთ, რომელიც მონეტარულ პოლიტიკითა და, ზოგადად, ეკონომიკით დაინტერესებული მკითხველისთვის უთუოდ საინტერესო იქნება. მას ასე, სავალუტო ბაზარზე “overshooting“-ის ფენომენი პირველად გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტის, რუდიგერ დორნბუშის მიერ იქნა შესწავლილი. ამ ნაშრომში ნათლად ჩანს, რომ გაცვლითი კურსის ნორმაზე მეტად დროებითი გაუფასურების მიზეზი საკამოდ მარტივია: ფინანსური ბაზარი და რეალური ეკონომიკა ფასების კორექტირების (adjustment) სხვადასხვა სიჩქარით ხასიათდება. კერძოდ, მაშინ, როდესაც რეალურ ეკონომიკაში ფასების სიხისტის გამო, პროდუქტების ფასების კორექტირება ნელი ტემპით მიმდინარეობს, ფინანსურ ბაზრებზე გრძელვადიანი წონასწორობა უფრო სწრაფად მიიღწევა. მონაცემთა ანალიზი ცხადყოფს, რომ განვითარებულ სავალუტო ბაზრებზე ახალ ინფორმაციაზე კურსის რეაგირებას რამდენიმე წუთი ჭირდება, ხოლო ფასებს კი - რამდენიმე თვე. ნელა კორექტირებად რეალურ და ჰიპერაქტიური ფინანსური ბაზრების პირობებში, გაცვლითი კურსის “overshooting“-ი სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი ქცევაა. კერძოდ, ნაშრომში დორნბუში მაგალითისთვის განიხილავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გავლენას, რომელიც გრძელვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის გაუფასურებასა და ფასების დონის ზრდას თანაბრად იწვევს. მაგრამ ამ ორი მაჩვენებლის დინამიკა მოკლევადიანი პერიოდიდან გრძელვადიან წონასწორობამდე სხვადასხვაა. კერძოდ, გაცვლითი კურსი მყისიერად უფასურდება, ხოლო ფასები მოკლევადიან პერიოდში არ იცვლება. ამასთან, ხისტი ფასების პირობებში შემცირებული საპროცენტო განაკვეთები ჭარბ ერთობლივ მოთხოვნას აჩენს, ხოლო მას შემდეგ, რაც ჭარბი მოთხოვნის შედეგად გრძელვადიან პერიოდში (ფასები და) საპროცენტო განაკვეთები ზრდას დაიწყებს, ნომინალური გაცვლითი კურსი უნდა გამყარდეს (როგორც საპროცენტო განაკვეთების ზრდაზე რეაგირება), მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამ დროს ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება მაშინ, როდესაც გრძელვადიან პერიოდში ის გაუფასურებული უნდა დარჩეს? ამის ერთადერთი ახსნაა ის, რომ ის თავდაპირველი გაუფასურება უნდა ყოფილიყო „ზედმეტი“ თავის საშუალოვადიან დონესთან შედარებით. შედეგად, დროთა განმავლობაში, თავდაპირველად შემცირებული საპროცენტო განაკვეთების კვლავ ზრდა სწორედ ამ ზედმეტ გაუფასურებას აღმოფხვრის - ანუ მოკლევადიან პერიოდში ხდება გაცვლითი კურსის “overshooting“-ი (რაც იგივე „დროებითი ზედმეტი გაუფასურების“ სინონიმია). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზემოთ განხილულ მაგალითში გაცვლითი კურსის მოკლევადიან პერიოდში გაუფასურებას ორი მიზეზი აქვს: 1) გრძელვადიანი წონასწორობის ასახვა და 2) შემცირებულ საპროცენტო განაკვეთებზე რეაგირება. დროთა განმავლობაში მე-2 მიზეზი აღმოიფხვრება (როდესაც საპროცენტო განაკვეთები კვლავ იზრდება), რის შედეგადაც, გაცვლითი კურსი ზედმეტად გაუფასურებული ნიშნულიდან ნაწილობრივ კვლავ გამყარდება იმდენად, რომ საბოლოოდ ის მხოლოდ პირველ მიზეზს (ახალ გრძელვადიან წონასწორობას) ასახავდეს. იმავე ლოგიკით აიხსნება გაცვლითი კურსის overshooting რაიმე საგარეო შოკის დროსაც, როდესაც ბაზარზე ჩნდება გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი და შედეგად იზრდება რისკ პრემია; ამ უკანასკნელს სწორედ საპროცენტო განაკვეთების ზრდა აკომპენსირებს. თუკი აღმოჩნდება, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა გაზრდილ რისკ პრემიას ვეღარ აბალანსებს, ლარის აქტივების მფლობელები ეცდებიან უცხოურ ვალუტაზე გადასვლას, რაც გაცვლით კურსს გააუფასურებს. კურსის გაუფასურება გაგრძელდება მანამ, სანამ ბაზარი არ ჩათვლის, რომ ეს გაუფასურება არის „დროებით ზედმეტი“ ზემოთ განხილული მექანიზმის გამო, რის შედეგადაც რისკ პრემია კვლავ მოიკლებს (ან სანამ საპროცენტო განაკვეთები არ გაიზრდება). აქაც, მოკლევადიან პერიოდში გაცვლითი კურსის გაუფასურებას ორი მიზეზი აქვს: 1) გრძელვადიანი ფუნდამენტური ფაქტორების ასახვა და 2) გაურკვევლობის (რისკ პრემიის) ზრდა. დროთა განმავლობაში ბაზარი გრძელვადიანი წონასწორობის ახალ წერტილს იპოვის; შედეად, გაურკვევლობა (რისკ პრემია) კვლავ შემცირდება, რაც ნიშნავს, რომ გაუფასურების ის „ზედმეტი“ ნაწილი, რომელიც ამ მიზეზით იყო გამოწვეული, აღმოიფხვრება. ასეთ ვითარებაში ცენტრალური ბანკის ჩარევა კონტრპროდუქტიულია, რადგან თუ ბაზარზე არსებობს კურსის გაუფასურების მოლოდინი და ცენტრალური ბანკი ამ გაუფასურებას ინტერვენციით აჩერებს, ეს უცხოურ ვალუტაზე დამატებით სპეკულაციურ მოთხოვნას აჩენს და, საბოლოოდ, კურსის უფრო დიდ გაუფასურებას მივიღებთ. მეორე მხრივ, როდესაც ცენტრალური ბანკი სრულად ბაზარს მიანდობს ფასწარმოქმნას, საბოლოო გაუფასურება უფრო ნაკლებია, ხოლო დროებით (რამდენიმე საათით თუ დღით) „ზედმეტად“ გაუფასურებულ კურსს რეალურ ეკონომიკაზე გავლენა არ აქვს. ილუსტრაციისთვის, თანდართულ გრაფიკზე წერტილი A საწყისი, შოკამდელი, მდგომარეობაა; წერტილი B მოკლევადიანი overshooting-ი; წერტილი C გრძელვადიანი, შოკის შემდგომი, წონასწორობა. X-ღერძზე დატანილია გაცვლითი კურსია, Y-ღერძზე - ფასების დონე. გრაფიკი აღებულია თავად დორნბუშის 1976 წლის სტატიიდან,"- წერს გვენეტაძე.