37 წლის ყოფილი მასწავლებელი ევროპის "უკანასნელი დიქტატორის" წინააღმდეგ

0
37 წლის ინგლისური ენის ყოფილ მასწავლებელი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე ბელორუსის პრეზიდენტის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ლიდერი უკვე საუკუნის მეოთხედზე მეტია ამ თანამდებობაზეა. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განსხვავებული ოპოზიციური პარტიები საკუთარი კანდიდატურის უკან გააერთიანა და ათი ათასობით მხარდამჭერი შემოუერთა საპროტესტო აქციებს. ეს კი იმის ფონზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 4 დღეა დარჩენილი. ტიხანოვსკაიას თქმით, მრავალრიცხოვანი საპროტესო აქციები კარგად გამოხატავს იმ ტრანსფორმაციის სურვილს, რომელიც ლუკაშენკოს 26 წლიანი მმართველობის განმავლობაში ჩახშული იყო. ტიხანოვსკაია საკუთარ თავს „ცვლილების სიმბოლოდაც“ ახასიათებს. ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ საპროტესტო აქციას 60, 000 ადამიანი შეუერთდა. ეს 1991 წლის შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო აქციაა. მის სათავეში კი ტიხანოვსკაია დგას. მან მომიტინგეებს მიმართა, რომ დაიღალა მოთმინებითა და სიჩუმით, შიშით. ალექსანდრ ლუკაშენკო 65 წლისაა. იგი საბჭოთა კავშირის დროს რამდენიმე საწარმოს დირექტორი იყო. 1994 წელს კი ბელორუსის პირველი პრეზიდენტი გახდა. ამის შემდეგ მან ქვეყანაში დაადუმა განსხვავებული აზრის მქონე და დამოუკიდებელი მედია, მოიპოვა „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ ზედმეტსახელი. ბელორუსი ამჟამად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, რასაც თან ერთვის კორონავირუსის პანდემიისაგან გამოწვეული კრიზისი. ტიხანოვსკაიას თქმით, ლუკაშენკომ საზოგადოებას ვირუსისაგან თავდასაცავად ყოველდღიურად არყის მიღება ურჩია. სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლე პოპულარული ბლოგერია, რომელიც ამასთანავე პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო. მუღლის დაკავებამ მას სხვა გზა აღარ დაუტოვა და მისი პოლიტიკაში ჩართვაც ამან განაპირობა. იგი ამბობს, რომ თუკი მან შიშის გადალახვა და ხმის ამოღება შეძლო, ეს საზოგადოების დანარჩენ ნაწილსაც შეუძლია. ამასთან, ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მის მეუღლეს არაფერი საერთო რუსულ სამსახურებთან არ აქვს და ამას ხალხიც კარგად აცნობიერებს. გამარჯვების შემთხვევაში აპირებს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს, შეამციროს საპრეზიდენტო ვადები და გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულს გახდის. ამასთან, რუსეთთან სამხედრო კავშირი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ბელორუსის დამოუკიდებლობას. ტიხანოვსკაია მას შემდეგ გახდა ოპოზიციის წარმომადგენელი ფიგურა, რაც სამთავრობო პირებმა სხვა კანდიდატებს რეგისტრაციის უფლება არ მისცეს. კანდიდატები ლუკაშენკოს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეებად ითვლებოდნენ. წყარო: Chicago Tribune მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #Belarus #ბელარუსი
0