რა არის კარდიოსკლეროზი?

0
კარდიოსკლეროზი (cardiosclerosis) – გულის კუნთისა (მიოკარდიოსკლეროზი) და სარქველების დაზიანება მათში ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების შედეგად. 📍დიაგნოზი მიოკარდიოსკლეროზის გამოვლინებებია სტაბილური არითმიები და გულის შიგა გამტარობის დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა. 📍ათეროსკლეროზულმა კარდიოსკლეროზმა შესაძლოა გამოიწვიოს სარქვლოვანი მანკები მხოლოდ მიტრალური (პაპილარული მანკი) ან აორტული სარქვლის უკმარისობის ფორმით; 📍ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზის დროს შესაძლოა წარმოიქმნას სტენოკარდიის შეტევები, ასევე შესაძლოა განვითარდეს გულის ქრონიკული ანევრიზმა. მიმდინარეობა ხშირად ნელა მოპროგრესირეა ძირითადი დაავადების ქრონიკული რეციდიული (რევმატიზმი) ან პროგრესირებადი (ათეროსკლეროზი) ხასიათის გამო.
#news #opinion #health #forhelath #heart
Tbilisi
0