ხათუნა ფერაძის შემოქმედებიდან!❤
დედო!
გულის ქნარო, მონარნარო,
სულის მზეო–პირიმზეო,
კოკობ–გულში ჩაგრეხილო
ცისარტყელას შვიდო მზეო!
დედის სუნთქვავ, ამოსუნთქვავ,
მტლად დამედე გულზე მეო,
შენი ღუღუნ–კუნკულები
ჩამეღვარა სულში მეო!
დედოს თბილო, სულზე ტკბილო,
ჩემო ჭირო–გასაჭირო,
იმედის და თოვლის გუნდავ,
შენ, ქუნქულავ, ბამბის ქულავ!
ჩემო დარდო, ჩემო ჯავრო,
ჩემო მიწის გადმომყრელო,
როგორ მინდა გაიზარდო,
შენს ხელებში მოვკვდე მეო!
ჩემო ატმის ყვავილობავ,
გაზაფხულზე ნუშის ტყეო,
მოჭიკჭიკე მერცხალთვალავ,
შველის ნუკრო, სიცოცხლეო!
დედო, მინდა დაგელოცოს,
ძილ–ღვიძილი, მთვარე, მზეო,
დედო, მუდამ გინათებდეს
უფლისა და დედის მზეო!
არასოდეს მიგატოვოს
ანგელოზმა მუდამ დღეო,
არასოდეს მოგეშალოს
დედისა და მამის მზეო!
ჩემო ვარსკვლავ–კოკროჭინავ,
ჩემო ბუთქო, პირიმზეო,
შემოგევლოს, მტლად დაგედოს
შენი დე და გულის მზეო!
ნახატიცა და ლექსიც ხათუნა ფერაძის
#goodplaces