მხუთავი აირი

0
ნაღვლიან დღეებს რა მოსთვლის, სულს რომ გიკოდავს უსაშველოდ. ასე, ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური მიმართულებით ბრუნავებ, ბრუნავენ და ბოლოს, როცა ქარი მძლავრად დაუბერავს, შეიძლება დანებდნენ და მისი მიმართულებით გადაიხარონ. ჩამოგშორდნენ, მაგრამ არა საბოლოოდ. ნუ იდარდებ, მე ისევ დავბრუნდები, – დაგიბარებს და ირონიულ ღიმილს გიწილადებს… დრო გადის , ფიქრები სულს გიწიოკებენ, შიგაგანად გღრღნიან, მაგრამ ეგ არაფერი – შეჩვეული ხარ. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ როგორ?! ჩემი აზრით, დრო ტკივიკთან გაჩვევს. ეჩვევი, ეჩვევი, თან იმდენად, რომ კარგი დღეები მოსაბეზრებელიც კი ხრება. მე იმ დღეების უბილეთო მგზავრი ვარ, რომლებიც არ ჩერდებიან, მაგრამ არც არსად მიდიან, დღეები რომლებიც ღამემდე მთავრდება. რამდენი სიხარულია გარშემო? იმაზე მეტია ვიდრე ცაში ვარსკვლავი, მაგრამ მათსავით შორეული და მიუწვდომელი… მხოლოდ ხანდახან, ტკივილის ღრუებით დაფარულ სულში გაიელვებს ბედნიერება და სურვილების ცეცხლის ნაცვლად, შინაგან სევდის წვიმას მიგაფიცხებს. ჰო, ჩვენ ხშირად გვავიწყდება რომ გატეხილი გულის მალამო სევდაა და არა სიხარული. სევდა, რომელიც თავს ძალიან გაჩვევს…
#ახალიამბები
0