ჯგალი ურთიერთობაა

0
მიუყვები მარცხნივ, მთისკენ ლაკადისკენ მიგაქვს გეზი, წალენჯიხას გამოივლი და ჯგალისკენ მიიწევი. ჯგალიაო იტყვის ხალხი სტუმარიც და მასპინძელიც ყველას უყვარს ჩვენი ხალხი, თუმცა ყველა გვტოვებს წამში. ილუზია შევიქმენით, თითქოს აქ გვაქვს სოფლის სახლი, მაგრამ მაგი რად გვარგია, გამოგვირთეს ვაიფაი. ზაფხულობით, აქ ისვენებს თბილისელი, ზუგდიდელი, აზერიც და ინგლისელიც, მაგრამ ყველა იხიზნება, რაც დადგება სექტემბერი. ზაფხულს ძლიერ გვიხალისებს აქ მდინარე ჭაბისწყალი გოგო, ბიჭი, ქალი, კაცი, ყველა მანდვე დაიარის. მაღლა მეზობლი ყანაა, წამოიყვანს კამაზს ძალით მდინარესაც აგვიმღვრევს და მერე ვიწყებთ თამაშს კარტის. ერთხელ , შუა მზიან ამინდს სქურში გაიხიზნა ხალხი, პიკნიკიო გაიძახდნენ, მთელი კვირა წუთი, წამი. ჩვენთან, ცენტრში ვიკრიბებით თაკო, თეტი, მართა, ანი ხარჩილავა, როგავები და სტუმრები მთელი ჯგალის. მთელი ღამე სოფლის სახლში, ჟრიამული ისმის ხალხის, ზოგი ფრემბურსა თამაშობს, ზოგიც ჯოკერს მაზიანით. მეორე დღეს სოფლის სახლის ადმინისტრაცია ჩხავის, ამოგვიგდეთ ფილა ქვები და გათხარეთ ეზო-კარი. ფრემბურთი და წკენტა კარტი, მთელი ღამე არის ხალხი ღამღამობით ბურთს დასდევენ, ფაროსანებს კი დღის თვალით. ჩვენი ჯგალი მაგარია, აქ ნამდვილი ხალასია, ბავშობა და სიანცე კი, ჩვენთვის დიდი წამალია. ივლის, ივნის და აგვისტოს, ჯგალში ხალხის განგაშია, წელიწადის სხვა დროებს კი, ცარიელი ქაღალდია. ა.კ
Jgali
#jgali
#village
#friendship
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0