ის რაც გვაძლიერებს

0
წარმოიდგინეთ რომ მოკალათებული ხართ საწოლზე, საყვარელ წიგნში მთელი არსებით ჩაფლული, საოცრად მაგარ მომენტზე, აი ისეთზე შერლოკ ჰოლმსმა კვალს სწრაფად რომ მიაგნო და ჰოპ, ყავა მოგინდათ. გამოძიებით ისე ხართ გართული, წიგნიც ინსტიქტურად დახურეთ. რამდენიმე წუთში საყვარელი ფინჯნით ხელში ბრუნდებით, ძალიან ჩქარობთ, რომ შერლოკის ინტუიციას მიჰყვეთ, თუმცა ნამდვილად ვერაფერში დაგეხმარებათ სისწრაფე, რადგან წიგნის გვერდებში ბოდიალი არ აგცდებათ. ამიტომ სასურველია, ყავაზე ფიქრი ოდნავ განზე გადავდოთ და მთელი არსებით ჩავიმალოთ საყვარელი წიგნის საინტერესო გვერდებში, ისე რომ პილასოსივით შევისრუტოთ ჩვენთვის მოსაწონი ფრაზები. ხშირად ეს ფრაზები კარგი ნაშრომის შექმნაშიც კი გვეხმარება. გვიმაღლებს ცნობიერებას, სიტყვის მარაგს, მხატვრულ ინტერპრეტაციას, რაც ამა თუ იმ ჩანახატს უფრო ეფექფურს და ჩვეულებისამებრ საინტერესოს ხდის. სწორედ მათ, ვისაც ავტორის მიერ შეთხზული ისტორიების კითხვა უყვარს, საკუთარის შექმნაც სიამოვნებს. ასეთი ადამიანები წერენ ყველაზე ბედნიერ მომენტშიც და ყველაზე მტკივნეულ სიტუაციაშიც. წერა საუკეთესო თავშესაფარია, თუ ერთფეროვანი სამყაროდან გაქცევა გინდა. დაფიქრდით, როცა ცუდი ხასიათი გადაივლის და თქვენს გულში გამოიდარებს, როგორი სასიამოვნო იქნება ისტორიის წაკითხვა რაც გადაგხდათ, თქვენი სიტყვები კი აშკარად იმსახურებს ულამაზეს დღიურში გაიშალოს და არა ფურცლის ნაგლეჯზე. რა თქმა უნდა ბგერების ჰაეროვნებისთვის კარგი ხარისხის კალამიც საჭიროა. თუ ბეჭვდა გირჩევნიათ ხელით წერას მაშინ მოკალათდით და ლეპტოპს გაუზიარეთ თქვენი დარდი. შეიძლება უბრალოდ გიყვარს საყვარელი ფრაზების წიგნიდან ამოკრება, მაშინ მინი დღიური გამოგადგება ან ფანქარი წიგნში მოსანიშნად. ეს დღიური კი შეიძლება შენთვის უსაყვარლეს ნივთად იქცეს. ზოგადად ასე ხდება, როცა რაღაც გიზიდავს არასდროს არ გინდა მისი განზე გადადება. შეიძლება მგზავრობაც კი მოგიწიოს მასთან ერთად... ამასწინათ მდინარეზე ვიყავით მე და ჩემი "არ ილაპარაკო".თურმე რა დიდი სიამოვნებაა მყუდრო გარემოში, სიგრილისა და მდინარის დინების ნოტაზე წიგნის გვერდებში მოგზაურობა... მორჩა, წიგნის სათაურისა არ იყოს, მეტს არ ვილაპარაკებ... სასიამოვნო არდადეგებს გისურვებთ❤
#ჭანისწყალი
#ჯგალიდაჰარმონია
Jgali
#სპორტი
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0